ზედა ქარავან-სარაი
ზედა ქარავან-სარაი (აზერ. Yuxarı karvansaray) — XVII საუკუნის ისტორიული ძეგლი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანში, ქალაქ შაქიში. ქარავან-სარაის ნაწილი გამოიყენება სასტუმროს სახითაც.
ზედა ქარავან-სარაი აზერ. Yuxarı karvansaray | |
---|---|
კოორდინატები | შაქი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | XVII საუკუნეში |
ისტორიული ცნობები
რედაქტირებაშუა საუკუნეებში ვაჭრობის სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ დროს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქარავან-სარაიების როლი და ხელი შეუწყო ახლების მშენებლობას. ძირითადად ქარავან-სარაიებს აშენებდნენ ციხესიმაგრის სახით ერთი ჭიშკრით, რომლებიც საშიშროების შემთხვევაში ხდებოდნენ შეუხწევადნი.
შაქიში არსებული ქარავან-სარაიებიდან ჩვენს დრომდე შემორჩა მხოლოდ ორი. მათ ეწოდებათ „იუხარი“ და „აშაღი“ ქარავან-სარაიები, რაც აზერბაიჯანულიდან თარგმანში ნიშნავს „ზედა“ და „ქვედა“ ქარავან-სარაიებს. ეს ქარავან-სარაიები აშენდა XVII საუკუნეში. ზედა და ქვედა ქარავან-სარაიები აშენებულია ადგილობრივი ხელოსნების მიერ[1]. თავისი დიდი ზომებით და კეთილმოწყობილობით არიან ყველაზე დიდები ამიერკავკასიაში[1].
1988 წლიდან ზედა ქარავან-სარაი გამოიყენება როგორც სასტუმრო კომპლექსი ტურისტებისათვის, ქალაქის სტუმრებისათვისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის. კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეროვნული სამზარეულოს რესტორანი 100 კაცზე. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სასტუმროში ფუნქციონირებს ასევე ლუქს ნომრები.
არქიტექტურა
რედაქტირებაქარავან-სარაის გააჩნია მართკუთხედის ფორმა დიდი შიდა ეზოთი, რომლის ცენტრშიც მდებარეობს აუზი. ქარავან-სარაის საერთო ფართი შეადგენს 6000 მ². ცენტრალური სავაჭრო ქუჩის მხრიდან შენობის სიმაღლე შეადგენს 14 მეტრს, ხოლო უკანა მხარის - 8 მეტრს. აქ 300 ოთახზე მეტია[1].
ქარავან-სარაის ფასადი გადაჰყურებს გურჯანჩაის მდინარის ნაპირს. მდიდრულად დეკორირებული ძირითადი შემოსასვლელი თაღი განლაგებულია შენობის კუთხეში, მესამე სართულის დონეზე, რაც დაკავშირებულია მდინარის რელიეფთან. მშენებლებმა კვიანურად გამოიყენეს დაქანება ნაგებობის არქიტექტურაში.
ძირითადი ფასადის სიბრტყე დანაწევრებულია ჰორიზონტალური სარტყელებით. ქვედა სარტყელის სიმაღლე შეადგენს ორი სართულს. იგი დამუშავებულია ორფერიანი ფანჯრებით, რომელნიც შემჯდარია თაღისებურად. ზედა სართულების ფანჯრების თაღები და შენობის თაღები ერთმანეთში შერწყმულნი არიან და ხაზს უსვამენ შენობის საერთო კომპლექსს.
შიდა ეზოს სივრცე გადაწყვეტილია უბრალოდ. ყველა შენობებს გააჩნიათ სხვადასხვა ზომის გადახურვა. ეზოს ლოჯები, აუზები (ჰოუზები) და მწვანე ნარგავები ჩამჯდარია საერთო ნაგებობის საერთო კომპოზიციაში. სახედრებისათვის გათვალისწინებული იყო საჭირო რაოდენობის დასაბმელები და წყლის ავზები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ზედა ქარავან-სარაი“ ვიკისაწყობში.