ზაქათალის 164-ე ქვეითი პოლკი

ზაქათალის 164-ე ქვეითი პოლკი (რუს. Закатальский 164-й пехотный полк) — რუსეთის იმპერიის არმიის ქვეითთა სამხედრო ნაწილი, დაარსდა 1874 წლის 1 აგვისტოს. მის შემადგენლობაში შეიყვანეს 21-ე ქვეითი დივიზიის სახელგანთქმული აფშერონის 81-ე, დაღესტნის 82-ე, სამურის 83-ე და შირვანის პოლკების ბატალიონები. პოლკმა თავი ისახელა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში გურია-აჭარის ფრონტზე გენერალ ოკლობჟიოს „ქობულეთის რაზმის“ შემადგენლობაში. მონაწილეობდა ხუცუბნის, მუხაესტატეს, ციხისძირის ოპერაციებში. პოლკის ოთხივე ბატალიონს ებოძა გიორგის დროშა წარწერით „წარჩინებისათვის 1877 და 1878 წლების ოსმალეთის ომში”.

რუსეთ-იაპონიის ომის დროს, 1905 წელს პოლკი განათავსეს შორეულ აღმოსავლეთში რკინიგზის დასაცავად. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ პოლკის საკადრო ნაწილმა მონაწილეობდა მიიღო ოვრუჩის 308-ე ქვეითი პოლკის შექმნაში. 1918 წლის იანვარში ზაქათალის პოლკი დაშალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • Хроника кавказских войск, в двух частях. Сост. ген.-майор в отставке А. Л. Гизетти, под ред. ген.-лейт. Чернявского, Тфл., 1896.