ზარფუშიარყის გამოსახდელი ქვაბის ხუფი. იგი გამოკვერილია სპილენძის რამდენიმე ფირფიტისაგან, მოუკალავია.

ზარფუშს აქვს წაკვეთილი გუმბათის ფორმა და წინ გაშვერილი მილი, რომელიც ბოლოში ვიწროვდება, რათა იოლად შევიდეს წყლიანი ტაშტის მილში. სპილენძის მრგვალღერა სახელური (ყური) მირჩილულია ზარფუშის ტანზე და დამაგრებულია სპილენძის მანჭვლებით. არყის გამოხდისას ზარფუში მჭიდროდ ეხურება ჭაჭაჩაყრილ ქვაბს. ადუღების შემდეგ მასში დაგროვილი ორთქლი ზარფუშის ყელიდან გადადის წყლიანი ტაშტის მილში და გადაიქცევა სითხედ. ცნობილია ასევე თიხის ზარფუშები, თუმცა უპირატესობას სპილენძს ანიჭებდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაკაბაძე ც., შროშული კერამიკა, თბ., 1982.
  • კაკაბაძე ც., სპილენძის ქართული ჭურჭელი, „ეთნოლოგიური ძიებანი“, I, თბ., 2000.