ლაკლაკიძეების ჭედური ხატი
ლაკლაკიძეების ჭედური ხატი — XI საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, მოოქრული ვერცხლის ხატი (80×64 სმ). შესრულებულია ლაკლაკიძეთა ოჯახის (ჩორჩანელების განშტოება) დაკვეთით, ზარზმის მონასტრისათვის. ცენტრში გრავირებული ორნამენტის ფონზე გამოსახულია ღვთისმშობელი და ყრმა იესო, რომელთა სახეები ფერწერულია. განსაკუთრებით საინტერესოა ფართო ჩარჩოზე (13 სმ) მაღალი რელიეფითა და დიდი პროფესიული ოსტატობით შესრულებული ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი მრავალფიგურებიანი კომპოზიციები. XVI საუკუნიდან ინახებოდა შემოქმედის მონასტერში. 1924 წლიდან ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში. ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია.
ხატი განხილულია ბაქრაძისა და კონდაკოვის ნაშრომებში, ასევე შეტანილია დიმიტრი ერმაკოვის კატალოგშიც (№121).
ხატს თან ახლავს მოხდენილი ასომთავრულით შესრულებული ვრცელი საქტიტორო წარწერა, რომელიც ოთხივე მხარეს შემოუყვება ცენტრალურ გამოსახულებას ჩარჩოს შიდა ვიწრო დაფერდებაზე. წარწერიდან ირკვევა, რომ ხატის შემწირველი არის „გლახაკი ეპრაქსია“, დედა „ერისთავთ ერისთავისა მირიანისა და ხურციკისა“ – ლაკლაკისძეთა საგვარეულოდან.
ხატის საქტიტორო წარწრა:
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 314.
- თაყაიშვილი ექ., შენიშვნები ზარზმის ეკლესიისა და მის სიძველეთა შესახებ, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე.-1919-1920.-N1.
- Чубинашвили Г. Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.
- Бакрадзе Д., „Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“. СПб. ст. 137-138, 1878г.
- Кондаков Н. П., Бакрадзе Д. „Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии“. СПб. ст. 121-123, 1890г.