ზარადი — ჯაჭვის ბადე, რომელიც საბრძოლო თავსაბურავს გარშემო ჰქონდა დამაგრებული.[1] ფარავდა ყელის, კისრისა და მხრების არეს, ხანდახან მთლიანად სახესაც, რა შემთხვევაშიც მასში მხედველობისთვის ღიობები კეთდებოდა.

ახლოაღმოსავლური მუზარადი, რომელზეც ზარადია შემოვლებული.

როგორც წესი, თავდაპირველად ზარადს უშუალოდ საბრძოლო თავსაბურავში გაკეთებული ნახვრეტებზე კიდებდნენ, თუმცა 1320-იანი წლებიდან დაწყებული, დასავლეთ ევროპაში დაიწყეს მოხსნადი ზარადების დამზადება.[2] ამგვარი ზარადი ეკიდებოდა არა უშუალოდ მუზარადზე, არამედ ტყავის სარტყელზე, რომელიც თავის მხრივ, მიმაგრებული იყო მუზარადზე და საჭიროების შემთხვევაში ეხსნებოდა მას.

XIV საუკუნისთვის ევროპაში ზარადმა დაიწყო მთლიანი ჯაჭვის კაპიუშონის — ჩაბალახის ჩანაცვლება და XV საუკუნისთვის სრულად დაიკავა მისი ადგილი.

ევროპაში ზარადები ყველაზე ხშირად ბასინეტის ტიპის მუზარადებზე მაგრდებოდა, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში კი საცხვირიან ან უსაცხვირო მუზარადებზე.

  1. ზარადი
  2. Gravett, Christopher (2008). Knight: Noble Warrior of England 1200–1600. Osprey Publishing.