ზანდუკი (ყუთი)
ზანდუკი — სახურავიანი ხის ყუთი, თუნუქის გასაკრავი სალტეებით შეკრული. გამოიყენებოდა ქალის ტანსაცმლისა და სამკაულების შესანახად. იყო სამზითვო ნივთი და ქალის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ოჯახის გაყრის დროს წილში არ შედიოდა. ქვრივის გათხოვების შემთხვევაში ზანდუკი ოჯახს რჩებოდა. თუ ქვრივი მოახერხებდა განაწყენებულ მაზლებთან შერიგებას, სამზითვო ზანდუკი მას უბრუნდებოდა. ზანდუკი წყაროებში XVIII საუკუნიდან იხსენიება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ართილაყვა ვ., XVI–XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1965.
- ითონიშვილი ვ., მოხევეების საოჯახო ყოფა, თბ., 1970.
- ბედუკიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 307.