ზაიკონოსპასკის მონასტრის მაცხოვრის ტაძარი

ზაიკონოსპასკის მონასტრის მაცხოვრის ტაძარი (რუს. Спасский собор Заиконоспасского монастыря) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ზაიკონოსპასკის მონასტრის მთავარი ტაძარი. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში, კიტაი-გოროდში.

ზაიკონოსპასკის მონასტრის მაცხოვრის ტაძარი
ზაიკონოსპასკის მონასტრის მაცხოვრის ტაძარი — რუსეთი
ზაიკონოსპასკის მონასტრის მაცხოვრის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′23″ ჩ. გ. 37°37′14″ ა. გ. / 55.75639° ჩ. გ. 37.62056° ა. გ. / 55.75639; 37.62056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730890002
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ი. ზარუდნი
თარიღდება XVIII საუკუნე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ზაიკონოსპასკის მონასტერი, სავარაუდოდ დაარსდა 1600 წელს, მისი მთავარი ეკლესია გახდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია.

ამჟამად მოქმედი მაცხოვრის ტაძარი შიეცავს 1661 წლის ტაძრის ნაწილს. შედგება ქვედა ეკლესიისაგან (1701 წლიდან სატრაპეზოთი) და ზედა ეკლესიისაგან. ჩრდილოეთით და სამხრეთით შესასვლელების თავზე ორსართულიანი კელიებია განთავსებული. დღევანდელი ტაძრის აგების ზუსტ თარიღი ცნობილი არ არის. სპეციალისტები, სავარაუდოდ, ათარიღებენ 1703-1709 წლებით, ხოლო გალერეას XVIII საუკუნის მეორე მეოთხედით. მიეკუთვნება ივან ზარუდნის ნამუშევრებს (დეტალებში შეიმჩნევა მსგავსება როგორც მენშიკოვის კოშკთან ასევე მოსკოვის იოანე მხედრის ეკლესიასთან.

ტაძარი არის რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციული რვაკუთხედი კვადრატზე, რომლის დეკორშიც სჭარბობს კლასიკური პილასტრების ორდერის ელემენტები.

წინა ტაძრისაგან განსხვავებით აქ არის გარკვეული ინოვაცია, კონკრეტულად, მრგვალი ფანჯრების გაფორმება. რვაკუთხედს გარს აკრავს გალერეა-სასეირნო ადგილი შემოღობილი ბალუსტრადით.

1742 წელს ტაძარში მიმდინარეობდა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები რუსი არქიტექტორის ივანე მიჩურინის ხელმძღვანელობით, თუმცა მას არსებითად არ შეუცვლია ტაძრის ძირითადი სახე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Романюк С. К. Москва. Китай-город: Путеводитель.. — М.: АНО ИЦ «Москвоведение»; ОАО «Московские учебники», 2007. — 320 с. — (Новый московский путеводитель).
  • Романюк С. К. Сердце Москвы. От Кремля до Белого города. — М.: ЗАО Издательство Центрполиграф, 2013. — 909 с.