ზაზა კვანტალიანი
ზაზა კვანტალიანი (დ. 8 აგვისტო, 1959, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1984–1986 წლებში იყო აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1987–1991 წლებში თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, კარდიოლოგი. 1991 წლიდან ამავე ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოლოგიისა და არითმიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის. 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა „ვიტა“ და „სდასუ“–ს სამედიცინო ინსტიტუტში.
საკანდიდატო დისრტაციის თემა — „სტრეს–ტესტებით პროვოცირებული მიოკარდიუმის ტრანზიტული იშემიის გავლენა QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 148.