ზაზა ელაშვილი
ზაზა მიხეილის ძე ელაშვილი (დ. 15 მაისი, 1934, სოფ. ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 9 აპრილი, 2008, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2002).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1957). 1957-1963 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, 1963 წლიდან — კიბერნეტიკის ინსტიტუტში, 1997 წლიდან — თსუ-ში (შეთავსებით). ელაშვილის შრომები ეხება თხევად კრისტალებში სპირალური სტრუქტურის ინდუცირების მიზნით ოპტიკურად აქტიური ნივთიერებების სინთეზს და ფოტოქიმიურად მდგრადი თერმომგრძნობიარე სისტემების სპექტროსკოპულ შესწავლას. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1989; სხვებთან ერთად).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 614.