ზაგულბა
ზაგულბა (აზერ. Zuğulba) — ყოფილი სოფელი აფშერონის ნახევარკუნძულზე, აზერბაიჯანში. ბაქოს აზიზბეიოვსკის რაიონს ეკუთვნოდა.
ზაგულბა იყო ზღვისპირა კლიმატური კურორტი კასპიის ზღვის სანაპიროზე. აქ სანატორიუმები, პანსიონატები, ბანაკები, დასასვენებელი სახლები და სამკურნალო პლაჟები მდებარეობდა.
2000 წელს სოფელი, რომელიც სოფელ ბუზოვნას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ოლქში შედიოდა, გაუქმდა[1].