ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვულკანის მეტრფე (ინგლ. The Volcano Lover) 一 ამერიკელი მწერლის, სიუზენ ზონტაგის 1992 წლის ისტორიული რომანი. ნაწარმოების მოქმედება, ძირითადად, იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარეობს და ფოკუსირებულია ემა ჰამილტონის ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებაზე 一 მის ქორწინებაზე სერ უილიამ ჰამილტონთან, ლორდ ნელსონთან არსებულ რომანზე და თავად პერსონაჟის მატერიალურად დაცემაზე. სათაური მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ უილიამ ჰამილტონი იყო გატაცებული ვულკანოლოგიით, სახელდობრ ვულკან ვეზუვის საფუძვლიანი შესწავლით. წიგნმა ძირითადად დადებითი შეფასება დაიმსახურა კრიტიკოსთაგან. ლეტი რენსლიმ გაზეთ The Guardian-ში მას უწოდა „ისეთი დიდი, მდიდარი და კომპლექსური, როგორიც ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს“ და წერდა:

„ვულკანის მეტრფე“
The Volcano Lover

ქართული გამოცემის გარეკანი
ავტორი სიუზენ ზონტაგი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამომცემელი Farrar, Straus and Giroux
გამოცემის თარიღი 1992
მთარგმნელი ნინო ბარძიმიშვილი
მედია ბეჭდური
გვერდი 488
ISBN 978-9941-474-67-5

ვულკანის მეტრფე მძლავრი იდეების კომპლექსური ნაზავია. ისინი ხშირად ზონტაგის ფემინისტური მსოფლმხედველობითაა გასხივოსნებული. იგი თანამედროვეობას იყენებს, როგორც ობიექტივს და ამ გზით აკავშირებს ერთმანეთთან განმანათლებლობის ეპოქის მორალურ, სოციალურ და ესთეტიკურ მხარეებს და ასახავს კოლექციონერის მოდულაციას ცივი მანიიდან საყვარლის ვნებამდე.[1]

მწერალმა ჯონ ბენვილმა შეაქო ნაწარმოები და აშნიშნა, რომ ზონტაგის გადაწყვეტილება, დაეწერა ისტორიული რომანტიკული რომანი, იყო ერთგვარი „სიურპრიზი“. მან აღნიშნა: „ვულკანის მეტრფე, პოსტმოდერნისტულობის გავლენის ქვეშ არსებობის მიუხედავად, ძველმოდური წიგნის ტიპის ერთგვარი ნახარშია. სერ უოლტერ სკოტი აუცილებლად მოიწონებდა მას; უფრო სწორად, იგი მისით აღფრთოვანდებოდა“.[2]

ნაწარმოებით აღფრთოვანება გამოხატეს, აგრეთვე, გაზეთებში 一  The Independent და The New York Times.[3][4]

  1. Ransley, Lettie. (12 February 2011) The Volcano Lover by Susan Sontag – review. The Guardian. ციტირების თარიღი: February 9, 2016.
  2. Banville, John. (August 9, 1992) By Lava Possessed. The New York Times. ციტირების თარიღი: February 9, 2016.
  3. McWilliam, Candia. (26 September 1992) BOOK REVIEW / Three bedazzled eyes: 'The Volcano Lover' - Susan Sontag: Cape, 14.99 pounds. The Independent. ციტირების თარიღი: February 9, 2016.
  4. Kakutani, Michiko. (August 4, 1992) Books of The Times; Historical Novel Flavored With Passion and Ideas. The New York Times. ციტირების თარიღი: February 23, 2016.