ვუდსტოკი (ინგლ. Woodstock) — 1970 წლის ამერიკული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორია მაიკლ უადლეი. კინოსურათი ჰიპური მოძრაობის აღზევების პერიოდში, როკის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, ვუდსტოკის ფესტივალს, ეძღვნება, რომელიც 1969 წელს ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბეთელის მახლობლად ჩატარდა. ფილმი აშშ-ის იმ ეპოქის პორტრეტს გვიხატავს, როცა ახალგაზრდობამ მამების მიერ დაწესებულ ღირებულებებს ზურგი აქცია და საკუთარი ცხოვრებისეული და ესთეტიკური ნორმების დამკვიდრებას შეეცადა. ჟურნალმა Entertainment Weekly ვუდსტოკს საკონცერტო ფილმების სტანდარტული ნიმუში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტური ფილმი უწოდა, რაც კი ოდესმე შექმნილა.[2]

„ვუდსტოკი“
რეჟისორი მაიკლდ უადლეი
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 26 მარტი, 1970 (1970-03-26)
ხანგრძლივობა 185 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 600,000 დოლარი
შემოსავალი 50 მლნ დოლარი[1]

ფილმის პრემიერა 1970 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა, თუმცა ის ფესტივალის კონკურსებში არ ჩართულა.[3] ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და წარდგენილი იყო შემდეგ ნომინაციებში: ოსკარი საუკეთესო ხმისთვის[4][5] და ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვის, რომელშიც დოკუმენტური ფილმები საკმაოდ იშვიათად სახელდება.[6]

1996 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ვუდსტოკის, როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიკურად გამორჩეული“ ნამუშევრის, ფილმების ეროვნულ რეესტრში დაცვა გადაწყვიტა.

2009 წელს, ვუდსკოკის ფესტივალიდან 40 წლის თავზე, ფილმის გრძელი ვერსია გამოვიდა, რომელშიც, როგორც აქამდე არშესული პერფორმანსები, აგრეთვე უკვე არსებულის გრძელი ვერსიები შევიდა.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Woodstock, Worldwide Box Office. Worldwide Box Office.
  2. (1996) The Entertainment Weekly Guide to the Greatest Movies Ever Made. New York: Warner Books, გვ. 130. 
  3. Festival de Cannes: Woodstock. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-24. ციტირების თარიღი: 2021-04-17.
  4. The 43rd Academy Awards (1971) Nominees and Winners. oscars.org.
  5. NY Times: Woodstock. The New York Times. Baseline & All Movie Guide (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2007. ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2021.
  6. Dunks, Glenn. (2014) Team FYC: Citizenfour for Editing. The Film Experience.
  7. Woodstock 40th Anniversary Ultimate Collector's Edition Import: Amazon.ca: Joan Baez, Richie Havens, Roger Daltrey, Joe Cocker, Country Joe McDonald, Arlo Guthrie, Jimi Hendrix, Carlos Santana, Janis Joplin, The Who, Sha-Na-Na, Country Joe and the Fish, Al Wertheimer, David Myers, Don Lenzer, Malcolm Hart, Michael Margetts, Michael Wadleigh, Bob Maurice, Dale Bell: DVD.