ვროცლავის ტრამვაი
ვროცლავის ტრამვაი—1435 მმ სიგანის ლიანდაგიანი ტრამვაის ქსელი ვროცლავში.
ისტორია
რედაქტირებაცხენის წევის პირველი ტრამვაის ხაზი (ე.წ. „კონკა“) ვროცლავში 1877 წელს ამოქმედდა. 1903 წელს დაიწყო მოძრაობა პირველმა ელექტროტრამვაიმ. ცხენის წევის ტრამვაის ბოლო ხაზებმა 1906 წლის 30 ივლისამდე მოაღწია. I და II მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ვროცლავის ტრამვაის სისტემა განაგრძობდა განვითარებას. II მსოფლიო ომის დროს ვროცლავის ტრამვაის მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, მრავალი ვაგონი გადააგორეს რელსებიდან და გამოყენებულ იქნა ბარიკადებად. ომის შემდგომ დაიწყო სისტემის ეტაპობრივი აღდგენა და 1948 წლისთვის უკვე ყველა ხაზი აღდგა.
მოძრავი შემადგენლობა
რედაქტირება2020 წლის მდგომარეობით ვროცლავში ექსპლუატაციაშია შემდეგი ტრამვაის ვაგონები:
ფოტო | დასახელება | ექსპლუატაციის დაწყება | შენიშვნა | ვაგონების რაოდენობა | შემადგენ-ლობების რაოდენობა | ხაზი | ||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
Konstal 105Na | 1975 | ეს ვაგონები იწარმოებოდა 1975–1991 ხოჟუვში, Konstal მიერ. ზოგიერთი ვაგონი მოდერნიზებულია Protram 105NWr-ად. | 92 | 46 | ყველა ხაზი გარდა: 11, 31, 32 და 33 | |||
Protram 105NWr | 2003105NWr | ეს ვაგონები არის Konstal 105Na-ს მოდერნიზაცია, მოდერნიზება ჩაუტარდათ 2003 წლიდან, ვროცლავში, ფირმა Protram-ის მიერ, მისი უკანა ვაგონი არის უკაბინო, მისაბმელი, ერთ წყვილს (#2474+#2475) დაუმონტაჟდა ასინქრონული ამძრავები და ეწოდა 105NWrAs. | 168 | 84 | ყველა ხაზი გარდა: 11, 31, 32 და 33 | |||
Protram 204WrAs | 2004 | გამოშვებულია 2004-2008 წლებში. | 12 | 6 | ყველა ხაზი გარდა: 11, 31, 32 და 33 | |||
Protram 205WrAs | 2006 | გამოშვებულია 2006-2011. | 26 | 26 | ყველა ხაზი გარდა: 31 და 32 | |||
Škoda 16T | 2006 | გამოშვებულია 2006–2008. | 17 | 17 | ყველა ხაზი გარდა: 9, 31, 32 და 15 | |||
Škoda 19T | 2010 | გამოშვებულია 2010-2011. | 31 | 31 | ხაზი: 31, 32 და 33 | |||
Pesa Twist 2010NW | 2015 | პირველი 100% დაბალიატაკიანი ტრამვაის ვაგონები ვროცლავში. გამოშვებულია 2015 წელს. | 8 | 8 | ხაზი: 3, 5, 11, 20, 23 და 33 | |||
Moderus Beta MF 19 AC | 2015 | გამოშვებულია 2015 წელს. | 22 | 22 | ყველა | |||
Moderus Beta MF 24 AC | 2018 | გამოშვებულია 2018-2019 წწ. | 40 | 40 | ყველა | |||
ყველა ვაგონი / შემადგენლობა | 394 | 256 | ||||||
დაბალიატაკიანი ვაგონების / შემადგენლობების წილი | 30,2% | 46,5% |
წყარო
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Bufe, Siegfried: Straßenbahnen in Schlesien. Stuttgart: 1976. ISBN 3-87943-424-7
- Kleinwefers, Gerd. Pioniere des Verkehrs: Deutsche Eisenbahn- und Straßenbahn-AG; 1835 – 1985. Frankfurt nad Mohanem: Commerzbank AG, 1985.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: