„ვოლნი გორეც“ (რუს. «Вольный Горец», „თავისუფალი მთიელი“) — სოციალ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1919-1920 წლებში. წარმოადგენდა საქართველოში ემიგრაციაში მყოფი ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ორგანოს. რედაქტორი — სარედაქციო კოლეგია, შემდეგ ახმედ ცალიკოვი; გამომცემელი — კავკასიის მთიელთა გაერთიანებული მეჯლისი, შემდეგ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭო. პირველი ნომერი გამოვიდა 1919 წლის სექტემბერში, უკანასკნელი — 1920 წლის დეკემბერში (სულ გამოვიდა 67 ნომერი). 1921 წლის იანვარში მის ნაცვლად გამოდიოდა „ნეზავისიმი გორეცი“ («Независимый горец»; 4 ნომერი), თებერვალში — „ნეზავისიმი კავკაზი“ («Независимый Кавказ»; 1 ნომერი და 1 დამატება). ორივე გამოცემის რედაქტორი იყო მაგომეტ კოტიევი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება