ვოლკოვის სახლი
ვოლკოვის სახლი (რუს. Дом Волкова) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში. შენობა 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ვოლკოვის სახლი რუს. Дом Волкова | |
---|---|
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის პირველი ნახევარი |
მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 103 ა.
ისტორია
რედაქტირებაორსართულიანი სახლი პეტროვის ქუჩა ნომერ 103ა-ში, რომელიც გაფორმებულია ოტხი იონიური ორდენის სვეტით და სამკუტხედი ფრონტონით, ააგეს XIX საუკუნის პირველ ნახევარში სასამართლოს მრჩევლის სტეფან სტეფანეს ძე ვოლკოვის სახსრებით. ს. ვოლკოვი თავის დროზე იყო ციხეების საკითხებზე ქალაქის მთავრობის კომისიის წევრი.
სტეფანოვის გარდაცვალების შემდეგ 1880-იან წლებში სახლი ეკუთვნოდა მის ქალიშვილებს: გლაფირას, ზინაიდას, ლუბას და ოლგას. 1910 წელს მათ სახლი მიჰყიდეს თურქეთის მოქალაქეს ანტონ კოსტალასუს, ხოლო მარცხენა მხარეს არსებული მიშენება იყიდა კოსტალასუს ცოლმა არგირიამ. ამ ორ სახლში ცხოვრობდა კოსტალასუების ოჯახი. 103ა ნომერში მდებარე სახლში კოსტალასუმ გახსნა კაფე-რესტორანი. შენობას მარჯვნიდან ასევე მიაშენა ერთ სართულიანი პატარა სახლი, რომელშიც გახსნა პატარა მაღაზია.
1912 წელს კოსტალასუს სახლის ნაწილი არენდით აიღო მეწარმემ ა. დ. ჰერშტეინმა. ეზოში მან ააშენა სახლი ზომით 12 x 20 მეტრი და მასში გახსნა ელექტრობიოგრაფი „რუსეთი“, სადაც აჩვენებდნენ კინოფილმებს.
საბჭოთა პერიოდში შენობაში მუშაობდა ნოვოდრამატული თეატრი, შემდეგ მასში იყო მეტალისტების კლუბი. 1934 წელს შენობა გადაეცა ტყავის ქარხნის კლუბს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში, შენობა ეკავა უკრაინის სახალხო თეატრს, ომის შემდეგ აქ იყო კლუბი და ტყავის ქარხნის თეატრი.
ამჟამად შენობაში განთავსებულია რამდენიმე მაღაზია.
არქიტექტურა
რედაქტირებაორსართულიანი აგურის სახლი აგებულია ვოლკოვის მიერ. შენობას აქვს მაღალი იონური ტიპის სვეტები. სახლი შეღებილია თეთრად.
1992 წლიდან ეკუთვნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (Хроника обывательской жизни). — Таганрог: БАННЭРплюс, 2000. — 436 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Таганрог. Петровская улица, дом 103а დაარქივებული 2013-10-10 საიტზე Wayback Machine.