ვოლგოდონსკის ცენტრალური ბიბლიოთეკა
ვოლგოდონსკის ცენტრალური ბიბლიოთეკა (რუს. Центральная библиотека Волгодонска) — ცენტრალური ბიბლიოთეკა როსტოვის ოლქის ქალაქ ვოლგოდონსკში. შეიქმნა 1955 წელს.
ქვეყანა | რუსეთი |
---|---|
დაარსდა | 1955 |
მდებარეობა | ვოლგოდონსკი, როსტოვის ოლქი |
მოცულობა | 100 000 |
მიღება და სარგებლობა | |
მკითხველი | 35 537 |
სხვა ინფორმაცია | |
დირექტორი | ირინა ალტუხოვა |
მისამართი: როსტოვის ოლქი, ქალაქი ვოლგოდონსკი, ლენინი ქუჩა № 75.
ისტორია
რედაქტირებავოლგოდონსკის ცენტრალური ბიბლიოთეკა დაარსდა 1955 წლის 10 ნოემბერს. ამ პერიოდში ვოლგოდონსკი (1956) ჯერ კიდევ სოფელი იყო. პირველი ბიბლიოთეკა განათავსეს თანამედროვე ვოლგოდონსკის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ პატარა ოთახში. მისი გახსნის პერიოდში საბიბლიოთეკო წიგნადი ფონდი სულ 1 000 წიგნს მოიცავდა.
ბიბლიოთეკის პირველი დირექტორი იყო ლუბა მიკულჩიკი. 1955 წლისათვის ბიბლიოთეკაში უკვე ჩაწერილი იყო 400 მკითხველი, 1957 წელს ქალაქში ააშენეს კულტურის აახალი ცენტრი „ახალგაზრდობა“, სადაც ბიბლიოთეკას გამოუყვეს ოთახი. ორი წლის შემდეგ ბიბლიოთეკაში შეიქმნა საბავშვო განყოფილება.
1965 წლისათვის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2 300 ეგზემპლარი წიგნია. მკითხველთა რაოდენობა კი 3 000-ს აჭარბებდა. 1966 წელს საქალაქო ბიბლიოთეკა გადავიდა ახალ შენობაში საზღვაოს ქუჩაზე, სადაც იყო ასევე სმკითხველო დარბაზი 50 მკითხველისათვის. ბიბლიოთეკის ფონდში შედიოდა როგორც მხატვრული ლიტერატურა, ასევე ლექსიკონები და ენციკლოპედიები. მავე წელს ქალაქის ლიტერატურულმა გაერთიანებამ ბიბლიოთეკაში გახსნა ლიტერატურული მუზეუმი. მუზეუმის დამაარსებელი იყო მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ვლადიმერ სმირენსკი. მუზეუმში ინახებოდა , როგორც ვოლგოდონსკის ასევე როსტოველი, ლენინგრადელი და მოსკოველი მწერლების მასალები.
1973 წელს ცენტრალურიი ბიბლიოთეკა გადავიდა ლენინის ქუჩაზე მდებარე შენობაში. ამჟამად ამ შენობაში განთავსებულიასაბავშვო ბიბლიოთეკა.
1990-იან წლებში, მას შემდეგ, რაც დაიწყო კომპიუტერიზაცია, ბიბლიოთეკამ შექმნა მონაცემთა ელექტონული ბაზა. ბიბლიოთეკაში დადგეს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები. ქალაქში შეიქმნა ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა.
2008 წელს ბიბლიოთეკა გადავიდა ახალ, სპეციალურად მისთვის აშენებულ შენობაში ლენინის ქუჩა 75-ში. ამჟამად ბიბლიოთეკის ფონდშია 633 000 ეგზემპლარი, მათ შორის 100 000 უშუალოდ ცენტრალურ ბიბლიოთეკაშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Кудинова, Р. Социальная сфера: бюджетные контуры 2017-го : начальник отдела культуры Н. Г. Бондаренко рассказала журналистам о преобразованиях в библиотечной сфере города] // Волгодонская правда. — 2016. — 14 мая. — С. 7.
- Библиотека года: // Свой мир. — 2011. — 3 июня. — С. 2.
- От прошлого к будущему // Местное время. Волгодонск. — 2011. — № 8 (дек.). — С. 3/
- Алтухова И. Ю. Священный храм живых печатных слов: Свой мир. — 2011. — 27 мая. — С. 4.
- Городской, А. Ночь в библиотеке: [о мероприятии Центр. б-ки] Волгодонская правда. — 2013. −30 апр. — С. 1.
- Сведения о работающих районных библиотеках Ростовской области на 1 июня 1943 года. Госархив Ростовской области. ф. р. 4045 оп. 1. д. 80.
- Сведения о состоянии библиотечной работы. Госархив Ростовской области. ф. р. 3737 оп. 2. д. 261.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Центральная библиотека Волгодонска დაარქივებული 2017-04-06 საიტზე Wayback Machine.
- Центральная библиотека Волгодонска დაარქივებული 2017-04-27 საიტზე Wayback Machine.
- Центральная библиотека Волгодонска
- Центральная библиотека Волгодонска. История დაარქივებული 2017-03-28 საიტზე Wayback Machine.
- Центральная библиотека Волгодонска: 60 лет вместе с городом დაარქივებული 2023-04-23 საიტზე Wayback Machine.