ვოლგოდონსკის შობის ტაძარი

ვოლგოდონსკის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Христова) — საკათედრო მართლმადიდებლური ტაძარი ვოლგოდონსკში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონსკის ეპარქიას.

ვოლგოდონსკის შობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ვოლგოდონსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ანატოლი ანდრეევი[1]
თარიღდება 2001

ვოლგოდონსკის შობის ტაძარი აგებულია 2001 წელს, როგორც ქალაქის მთავარი საკათედრო ტაძარი. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში ტაძრის მშენებლობა შეწყდა, მაგრამ 2008 წელს კვლავ განახლდა. 2008-2011 წლებში მშენებარე ეკლესიის ეზოში ააგეს და აკურთხეს თევდორე უშაკოვის (რუსეთის სამხედრო-საზღვაო მეთაური, ადმირალი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2001 წელს წმინდანად შერაცხა) სახელობის მცირე ზომის ეკლესია. 2010 წლის 1 აგვისტოს პირველი საღვთო ლიტურგია გაიმართა ტაძრის ქვედა ფლიგელში, რომელშიც იყო სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარი. 2010 წლის ბოლოს ტაძარს დაადგეს ოთხი მცირე ზომის კუთხის გუმბათი, ხოლო 2011 წლის იანვრის დასაწყისში დაადგეს ცენტრალური დიდი გუმბათი. საბოლოოდ ტაძრის სიმაღლე არის 56 მეტრი, ხოლო ცენტრალურ გუმბათზე დამაგრებული ჯვრის ჩათვლით - 58 მეტრი[2].

ეკლესიასთან ერთად მის გარშემო რვა ჰექტარ ფართობზე იგეგმება მთელი რიგი შენობების აგება, რომელიც მოიცავს სამრეკლოს, საკვირაო სკოლას, უმწეოთა სასადილოს, ხატწერის სკოლას, საგამომცემლო ცენტრს, ბავშვთა მოედნებს, სასტუმროს მომლოცველთათვის და მართლმადიდებლურ გიმნაზიას.

2011 წელს ჯერ კიდევ მშენებარე ტაძარს მიენიჭა ახლად შექმნილი ვოლგოდონსკის ეპარქიის საკათედრო ტაძრის სტატუსი[3].

  1. Храм Рождества Христова засверкал первыми куполами. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-09. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
  2. Новости Волгодонска от 20.01.11/ Газета Правда что?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-09. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
  3. Кафедральный собор Рождества Христова на официальном сайте епархии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2017-03-14.