ვობი — ჭექა-ქუხილის, მეხთატეხის ღვთაება სვანურ მითოლოგიაში. იგი ქართველური ტომების წარმართული პანთეონის ერთ-ერთი უძველესი სახეა.

ტერმინი „ვობი“ სვანურსა და მეგრულში აღნიშნავს პარასკევ დღეს (სვანური „ვებ-იშ“, მეგრული „ვობი-შხა“). ძველ სვანეთში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, იგი უქმედ ითვლებოდა და ყოველგვარი საქმიანობა აკრძალული იყო. ამავე დროს, სიტყვა „ვობი“ გამოიყენება რაიმე განსაკუთრებულის აღსანიშნავად, მაგ.: „ხოლა ვობ ესგენე“ — „ცუდი ამბავი, დღე დააწია“ (არაპირდაპირი თარგმანი). მისი ეტიმოლოგია უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელოვანი ა., მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983.
  • თოფურია ვ., ქალდანი მ., სვანური ლექსიკონი, თბ., 2002.
  • იოსელიანი ხ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 283.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვობი&oldid=4715409“-დან