ვლასოვკა - 1
ვლასოვკა - 1 (რუს. Власовка - 1) — ბრინჯაოს ხანის უძველესი ნამოსახლარი, რომელიც მდებარეობს ტარასოვის რაიონის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
ისტორია
რედაქტირებაროსტოვის ოლქი თავისი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო ძველად მჭიდროდ იყო დასახლებუული.
გვიანი ბრინჯაოს ეპოქის (ძვ. წ. XVIII-XII სს.) ეთნოკულტურული გაერთიანება ძელური კულტურა გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ევროპის სტეპისა და ტყე-სტეპის ზონაში დნეპრიდან ურალამდე[1]. დონის ტერიტორიაზე მოითვლიან 10 დასახლებას და ათასამდე სამარხს, რომელიც სრუბნის კულტურას მიეკუთვნება. სრუბნის კულტურის აყვავების ხანაში ადამიანები ცხოვრობდნენ ჭალის ტერასებში, დასახლებასთან ახლოს მდებარეობდა მათი სამარხები[2].
ბრინჯაოს ხანის ძველი ნამოსახლარი როსტოვის ოლქში აღმოაჩინეს ტარასოვის რაიონში ელექტროფიკაციის სამუშაოების მიმდინარეობის დროს. აქ თავის დოზე გაატარეს ნავთობსადენი. ელექტროსადენების გაყვანის გამო მიმდინარეობდა მიწის სამუშაოები სტანიცებს სუხოდოლნაიასა და როდიონოვო-ნესვეტაისკაიას შორის, რომლის დროსაც მუშები წააწყდნენ არტეფაქტებს. სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე გამოძახებულმა როსტოველმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც ბრინჯაოს ხანას მიაკუთვნეს. დასახლებამ მიიღო დასახელება ვლასოვკა - 1, რადგან იგი მდებარეობდა როსტოვის ოლქის ტარასოის რაიონის ხუტორ ვლასოვკიდან 1 800 მეტში. 288 მ² ტერიტორიაზე არქეოლოგებმა დაიწყეს გათხრები.
აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის უძველესი დასახლება მდებარეობდა მდინარე ალტაპოვის (დონის აუზი) მარჯვენა ნაპირზე. აღმოჩენილი საომარი ნივთები განეკუთვნებოდა სრუბნის კულტურას მისი მეორე განვითარების პერიოდში. დასახლება, სავარაუდოდ იყო დროებითი, რაზეც მიუთითებს საცხოვრებლის ნაშთები. საცხოვრებლის ასაშენებლად ადამიანები იყენებდნენ ისეთ მასალებს, რომელიც დიდხანს არ გაძლებდა. ასევე შესაძლებელია, რომ უძველესმა ადამიანებმა გადასახლებამდე დაშალეს და თან წაიღეს საცხოვრებლების ნაწილი.
არქეოლოგიური გათხრების ადგილზე აღმოაჩინესნახევრად მიწური საცხოვრებლები, საყოფაცხოვრებო და ნადირობის ნივთები. გათხრილ კულტურულ ფენაში ასევე აღმოჩენილია შემდეგი ნივთები: ნაძერწი კერამიკის ნაჭრები, თიხისა და ქვის ნივთები, შინაური ცხოველების (თხა, ხარი, ცხენი, ცხვარი) ძვლები. სალტოვო-მაიაკის კულტურის ნივთები (ძვ. წ. VIII-Х სს), ენეოლითის ხანის ქვის ისრები (განეკუთვნებოდა მოსახლეობის განსახლების ადრეულ პერიოდს).
ლიტერატურა
რედაქტირება- Цыбрий Т. В. Поселение Ягодинка 2 и некоторые вопросы домостроительства на Нижнем Дону в эпоху поздней бронзы. Санкт-Петербург. 2013. Институт истории материальной культуры РАН.
- Цыбрий A. B., Шеф A. B. Раскопки поселения эпохи поздней бронзы Власовка 1 в Тарасовском районе Ростовской области // сб. Археологические записки. Ростов-на-Дону, 2002. Вып. 2. - С 161-168.
- Цыбрий Андрей Витальевич. Отчёт об охранных археологических исследованиях поселения Власовка 1 в Тарасовском районе Ростовской области в 2001 году / Ростов-на-Дону, 2002. Архив ДАО. Р-1. № 48/П.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Археологический словарь. — М., 1990. — 368 с.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2017-04-09.
- ↑ Начало позднебронзового периода в Ростовской области