ვლადიმერ დოლიძე (ქიმიკოსი)

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე დოლიძე (დ. 25 აპრილი, 1932, თბილისი) — ქართველი მეცნიერი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის, ხელსაწყოთმშენებლობისა და სენსორების დარგში. ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989).

დაამთავრა მოსკოვის დ. ი. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1956). სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოში“ (1956-1993), ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1994 წლიდან). 1981–1993 წლებში დოლიძე იყო სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს ელექტროქიმიური ხელსაწყოთმშენებლობის მთავარი კონსტრუქტორი; ითვლება ყოფილ საბჭოთა კავშირში pH-მეტრიისა და იონომეტრიის ერთ-ერთ ფუძემდებელად. 2006 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა.

მინის ელექტროდის თეორიისა და მასალების ელექტროდული თვისებების დარგში ჩატარებულ სამუშაოთა ციკლისათვის, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1973). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მათემატიკური სტატისტიკის და მეტროლოგიის ელემენტები ქიმიაში თბ., 2002 (თანაავტ.: თ. მანჯგალაძე, ნ. თელია, მ. გვერდწითელი);
  • Electrodes for Potentiometric High-Temperature Determination of pH. Conference on Ion Selective Electrodes, Budapest, 1977.

ლიტერატურა

რედაქტირება