ვლადიმერ ბარვენკო

საბჭოთა და რუსი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რედაქტორი

ვლადიმერ ბარვენკო (რუს. Влади́мир Влади́мирович Барвéнко; დ. 13 ივლისი, 1943, რაზდორსკაია, რსფსრ, სსრკ — გ. 13 ივნისი, 2023, შახტი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რედაქტორი. ცხოვრობდა ქალაქ შახტიში.

ვლადიმერ ბარვენკო
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1943(1943-07-13)
დაბადების ადგილი რაზდორსკაია, როსტოვის ოლქი, სსრკ, საბჭოთა რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 13 ივნისი, 2023(2023-06-13)[1] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი შახტი
საქმიანობა პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთი
 სსრკ

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა მსახურთა ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ საწარმოში მუშაობდა. უმღლესი განათლება შახტის პედაგოგიური ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო. საქმიანობა მუშად დაიწყო (1961—1965), შემდეგ იყო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საზოგადოებრივი დისციპლინების მასწავლებელი (1965—1978), მუშაობდა ჟურნალისტად, სპეციალურ კორესპონდენტად, როსტოვის საოლქო ტელევიზიის გადაცემა „კადრი“-ს წამყვანად (1978—1993), იყო ტელეკომპანია „Орбита-Шахты“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (1993—1999). დაკავებულია სატელევიზიო პუბლიცისტიკით. 1993-2023 წლებში რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება