ვიჯაიანაგარის მმართველები

ვიჯაიანაგარის მმართველები — იმპერია დაარსდა ძმების, ჰარიჰარას და ბუკა რაიას მიერ, რომლებიც ახალგაზრდობაში ემსახურებდნენ კაკადიებს ან ჰოისალებს. ვიჯაიანაგარის ციხესიმაგრის აგების შემდეგ, მათ სწრაფად დაიმორჩილეს მთელი სამხრეთ ინდოეთი

სანგამას დინასტია

რედაქტირება
  • ვირა ჰარიჰარარია, ბჰავანას ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1336—1354
  • ბუკარაია I, ბჰავანას ვაჟი, იუვარაჯა 1336—1354, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1354—1377
  • შრი პრატანა ვირა ჰარიჰარარია II,ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1377—1404
  • ვირუპაკშარაია, შრი პრატანა ვირა ჰარიჰარარია II-ის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1404—1405
  • ბუკარაია II, შრი პრატანა ვირა ჰარიჰარარია II-ის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1405—1406
  • შრი დევარაია I, შრი პრატანა ვირა ჰარიჰარარია II-ის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1406—1422
  • რამაჩანდრა, შრი დევარაია I-ის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1422
  • ვირა ვიჯა ბუკარაია III, შრი დევარაია I-ის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1422—1423
  • შრი პრატაპა დევარაია II, ვირა ვიჯა ბუკარაია IIIის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1423—1446
  • ვირა დევარაია, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1446—1447
  • მალიკაჯუნარაია, შრი პრატაპა დევარაია II-ის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1447—1465
  • ვირუპაკშარაია II, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1465—1486

სალუვას დინასტია

რედაქტირება
  • ნარასიმარაია, ტირუმალის ვაჟი, ჩანდრაგირის რაჯა 1456—1485, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯა 1485—1490
  • იმადი ნარასიმა, ნარასიმარაის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯა 1490—1503

ნარასიმას გარდაცვალების შემდეგ მმართველებად ითვლებოდნენ მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი, მაგრამ ფაქტობრივი ხელისუფლება იყო მხედართმთავარ ნარასე ნაიაკის ხელში, რომლის გარდაცვალების შემდეგ 1505 წელს, მისმა ვაჟმა ვირა ნარასიმამ მიიტაცა სამეფო ტახტი.

ტულუვას დინასტია

რედაქტირება
  • ვირა ნარასიმა, ნარასანაიაკის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯა 1503—1509
  • კრიშნადევარაია, ვირა ნარასიმას ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯა 1509—1529
  • აჩიუტადევარია, ნარასანაიაკის ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯა 1529—1542
  • სადაშივარაია, კრიშნადევარაიას ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯა 1542—1565

სადაშივას მმართველობის დროს ხელისუფლება ფაქტობრივად გადავიდა მისი მინისტრის რამა რაის ხელში. სადაშივარაია დაიღუპა ბრძოლაში 1565 წელს. მისმა ძმამ ტირუმალამ დაამხო იგი და ხელში ჩაიგდო სამეფო ტახტი.

არავიდუს დინასტია

რედაქტირება
  • რამარაია ვიჯაიანაგარის მმართველი 1542—1565
  • ტირუმალარაია, რამარაიას ძმა ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1565—1568
  • ვენკატაპატი I, რამარაიას და ტირუმალარაიას ძმა ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1568—1572
  • შრი რანგადევარაია, ტირუმალარაიას ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1572—1586
  • ვენკატაპატიდევარაია, ტირუმალარაიას ვაჟი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1586—1614
  • შრი რანგაჩიკარაია, რამას ვაჟი, ტირუმალარიას შვილიშვილი, ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1614—1617
  • რამადევარაია, შრი რანგაჩიკარაიას ვაჟი ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1617—1630
  • პედა ვენკატარაია, რამარაიას შვილიშვილი ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1630—1642
  • შრი რანგარაია, პედა ვენკატარაიას ძმისშვილი ვიჯაიანაგარის მაჰარაჯადჰირაჯა 1642—1672

ვიჯაიანაგარის იმპერია დასუსტდა შინაომებით და საბოლოოდ, ბიჯაპურისა და ჰოლკონდის სულთნებმა მისი ტერიტორიები შუაზე გაიყვეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება