ვიქტორ ფხალაძე
ვიქტორ ფხალაძე (დ. 24 ნოემბერი, 1950) — ქართველი პოლიტიკოსი.
ვიქტორ ფხალაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 ნოემბერი, 1950 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, თბილოისის 53-ე საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მუზეუმების განყოფილებაში, თბილისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).