ვიქტორ პოკროვსკი (რუს. Ви́ктор Леони́дович Покро́вский დ. 1889 — გ. 1922) — რუსი სამხედრო მოღვაწე, თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1914 წლიდან იყო გრენადერთა პოლკის კაპიტანი, შემდგომში იყო სამხედრო მფრინავი, ესკადრილიის მეთაური. 1916 წლიდან იყო რიგის მე-12 ავიარაზმის მეთაური. 1917 წლიდან შტაბს-კაპიტანი. 1918 წლიდან თეთრ მოძრაობაში გაწევრიანდა. იყო ყუბანის მოხალისეთა რაზმის უფროსი. 1918 წლის 14 მარტიდან პოლკოვნიკი, იმავე წლის 27 მარტიდან გენერალ-მაიორი, ყუბანის არმიის სარდალი. 1918 წლის აგვისტოდან ყუბანის 1-ლი ბრიგადის მეთაური. 1919 წლის დასაწყისიდან იყო ყუბანის 1-ლი ცხენოსანი კორპუსის სარდალი. იმავე წლის ივლისიდან გენერალ-ლეიტენანტი და კავკასიის არმიის ცარიცინის დაჯგუფების სარალი. 1919 წლის 26 ნოემბრიდან 1920 წლის იანვრამდე კავკასიის არმიის სარდალი. 1920 წლის აპრილიდან წავიდა ემიგრაციაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება