ვიქტორ გოლიშევი (რუს. Ви́ктор Петро́вич Го́лышев, დ. 26 აპრილი, 1937, მოსკოვში) — ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მთარგმნელი, რუსეთში მას უწოდებენ «სამამულო მხატვრული თარგმანის პატრიარქს».

ვიქტორ გოლიშევი არის ცნობილი რუსი მთარგმნელი ქალის ელენა გოლიშევას ვაჟი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვიქტორ გოლიშევმა დაამთავრა მოსკოვის 10-ე სკოლა. 1961 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი. 1961—1966 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის მოსკოვის ლითონის ინსტიტუტში. 1966 წელს იყო გამომცემლობა «მირ»-ის ფიზიკის განყოფილების სამეცნიერო რედაქტორი. ამავე წელს დაიწყო გოლიშევის როგორც მთარგმნელის კარიერა, ხოლო 1970 წელს კი იგი მწერალთა კავშირის წევრი გახდა. 1991 წელს უძღვებოდა კურსს დასავლური ლიტერატურის შესახებ ბოსტონის უნივერსიტეტში. ვიქტორ გოლიშევი მეგობრობდა იოსიფ ბროდსკისთან. ბროდსკიმ გოლიშევს ლექსიც მიუძღვნა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება