ვიქტორია (მარსის კრატერი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორია (მრავალმნიშვნელოვანი).

კრატერი ვიქტორია (ლათ. Victoria) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი პლანეტა მარსზე. მდებარეობს მარსის მერიდიანის პლატოს რაიონში. სახელი ეწოდა სეიშელის კუნძულების დედაქალაქ ვიქტორიასა და ხომალდ ვიქტორიის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 2008 წელს).

მარსის კრატერი
ვიქტორია
Victoria
მონაცემები
დიამეტრი 0.88 კმ
უდიდესი სიღრმე 70 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ვიქტორია[1]
მდებარეობა
2.05° ს. გ. 5.50° დ. გ. / 2.05° ს. გ. 5.50° დ. გ. / -2.05; -5.50
ციური სხეული მარსი
ვიქტორია (მარსის კრატერი) — მარსი
ვიქტორია (მარსის კრატერი)
ვიქტორია ვიკისაწყობში

კრატერის შესწავლის ისტორია

რედაქტირება

2006 წლის 26 სექტემბერს მარსმავალმა „ოპორტიუნიტიმ“ მიაღწია ვიქტორიას კრატერს. როვერი ვიქტორიასკენ დაიძრა და გზად სხვა, გაცილებით პატარა კრატერებს იკვლევდა. მანძილი კრატერამდე სადესანტო მოდულიდან დაახლოებით 7 კილომეტრია. 2007 წლის 11 სექტემბერს მან მიაღწია ე.წ. „იხვის ყურეს“ („Duck Bay“). 2007 წლის 13 სექტემბერს ოპორტიუნიტიმ გამოიკვლია კაბო ვერდე — კლდე ვიქტორია კრატერის კიდეზე. 2008 წლის 24 აგვისტოდან 28 აგვისტომდე როვერმა დატოვა კრატერი. ამდენი დრო დასჭირდა გადაადგილებას, რადგან მზის პანელების დაფარვის მტვრის გამო როვერს ენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რაც საკმარისი არ იყო ისედაც დაბალი სიმძლავრის ძრავებისთვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება