ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია

ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ ვისოჩინოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია — რუსეთი
ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ვისოჩინო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100433000
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1879
დეტალები
მასალა აგური

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი ვისოჩინო.

ისტორია რედაქტირება

  გარე სურათები
  არქიტექტორ დუბინინის შესრულებული ეკლესიის პროექტი
  ეკლესია 1954 წელს
  შემონახული ფრესკები

ერთსაკურთხევლიანი ღვთისმშობლის შობის ეკლესია სოფელ ვისოჩინოში აშენდა 1879 წელს[1], თავდაპირველად მას ჰქონდა მხოლოდ სამრეკლო და შემოღობილი იყო რკინის მესრით.

ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციას და სამოქალაქო ომს, მაგრამ 1930 წელს ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა, ხოლო შენობას იყენებდნენ ცხოველების სადგომად და ტვირთის სათავსოდ. მოგვიანებით ეკლესიას მოხსნეს გუმბათი და ჯვარი. განადგურდა კანკელი, ამბიონი და კლიროსი. გარდა ამისა დაინგრა სამრეკლო[2]. ეკლესია დროებით გახსნეს მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული ოკუპაციის პერიოდში. მაგრამ მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი საბოლოოდ დაიხურა 1959 წელს და მოსახლეობისაგან მიტოვებული გახდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაწყდა ტაძრის აღდგენა და დაიწყო სარემონტო სამუშაოები, სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს დღემდე. რესტავრაციის შედეგად ტაძრის არქიტექტურა გაუმჯობესდა, ააგეს ახალი სამრეკლო და გაიხსნა საკვირაო სკოლა.

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელი სვიატოსლავ ვიქტორის ძე ბადენკოვი[1].

როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად ძეგლს მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Храм Рождества Пресвятой Богородицы поселка Высочино отметил престольный праздник
  2. Храм во имя Рождества Пресвятой Богородицы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-13. ციტირების თარიღი: 2017-04-03.
  3. ЦЕРКОВЬ РОЖДЕСТВА БОГОРОДИЦЫ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-13. ციტირების თარიღი: 2017-04-03.