ვისოლ ჯგუფი
ვისოლ ჯგუფი (ინგლ. Wissol Group) — ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესჯგუფი საქართველოში. მოღვაწეობს ენერგეტიკის, სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტების, სწრაფი კვების რესტორნების და საცალო ვაჭრობის სფეროში. დაარსდა 2000 წელს [აქციონერები: „ვისოლ პეტროლიუმი“ (შვეიცარია), „სილკ როუდ ჯგუფი“ (საქართველო) და კერძო პირები].
ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიებია: სააქციო საზოგადოება „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც ეწევა ნავთობპროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას), უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანია „ველაჯიო“, სარეკლამო კომპანია „ალმა“, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“, ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენჯორჯია“ (Wendy's), ავტომომსახურების ცენტრების ქსელი „ვიანორ ჯორჯია“.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბრამიშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.