ვირტუალური ოფისი ― მოქნილი სამუშაო სივრცის ინდუსტრიის ნაწილი, რომელიც ბიზნესს სერვისებით, სივრცით ან/და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს საკუთრების კაპიტალური დანახარჯების ან ტრადიციული ოფისის ქონის გარეშე.

ვირტუალურ ოფისს შეიძლება იყენებდნენ მეწარმეები, ფრილანსერები და მცირე ბიზნესები, რომელთაც არ სჭირდებათ ან არ შეუძლიათ ტრადიციული საოფისე სივრცის დაქირავება/შეძენა. ვირტუალურ ოფისს იყენებენ დიდი კომპანიებიც, რომელთაც კონკრეტულ ადგილას სურთ დამკვიდრება გრძელვადიანი იჯარის აღების გარეშე.

ვირტუალური ოფისების სერვიცები 1960-იანი წლებიდან ამოქმედდა, როგორც მომსახურე ოფისები, რომლებიც დიდი რაოდენობით პერსონალს, ფიზიკურ სივრცესა, ციფრულ სივრცესა და საკომუნიკაციო სერვისებს აერთიანებდა.[1]

2021 წელს არაერTმა კომპანიამ ვირტუალურ შეხვედრებთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარება დაიწყო, რასაც ვირტუალური საოფისე კომპიუტერული უზრუნველყოფის შექმნა მოჰყვა. კომპანიების მიერ ვირტუალური ოფისის ქონა ბიზნეს მომსახურებების სტანდარტულ ნაკრებს აღარ შეესაბამება. ვირტუალური ოფისები იმ ვირტუალურ სივრცეს აღნიშნავს, სადაც თანამშრომლებს თავშეყრა და ბიზნესთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება შეუძლიათ. მაგალითად: კომპანიები, როგორებიცაა Kumospace და Pluto, ნამდვილი კომპანიების შესაბამის ვირტუალურ გარემოს ქმნიან.[2]

  1. „Interview: Marcus Moufarrige, COO Servcorp, on Pioneering Virtual Offices | AllWork.Space“. AllWork.Space (ინგლისური). 31 March 2016. ციტირების თარიღი: 6 September 2018.
  2. August 25, Drew Moffitt •; 2022. What is a Virtual Workspace? Enabling Virtual Coworking en. ციტირების თარიღი: 2023-02-14