ვილჰელმის კივილი (ინგლ. Wilhelm scream) — კინოსა და ტელევიზიაში ხშირად გამოყენებული ხმოვანი ეფექტი. პირველად გამოიყენეს 1951 წლის ვესტერნში „შორეული დოლები“[1]. აღნიშნული ეფექტის პოპულარობას ხელი შეუწყო „ვარსკვლავური ომების“ ეპიზოდებმა.

ვილჰელმის კივილი

აღნიშნული ხმა იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინოშტამპად და გამოყენებულია კომპიუტერულ თამაშებსა და რამდენიმე ასეულ ფილმში[2].

ხმის ეფექტს სახელი ეწოდა ისრით დაჭრილი რიგითი ვილჰელმის მიხედვით 1953 წლის ვესტერნიდან „იერიში მდინარე ფეზერთან“

ვილჰელმის კივილს ხშირად შევხვდებით კვენტინ ტარანტინოს ფილმებში (მაგ: „ცოფიანი ძაღლები“, „მოკალი ბილი“, „სიკვდილგამძლე“, „უსახელო ნაბიჭვრები“, „ჯანგო გათავისუფლებული“).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lee, James (25 September 2007). „Cue the Scream: Meet Hollywood's Go-To Shriek“. Wired Magazine (15.10).
  2. Garfield, Bob; Gladstone, Brooke. Wilhelm. On the Media (30 December 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.