ვილიანდის ბრძოლა
ჩრდილოეთის ჯვაროსნული ლაშქრობები ნაწილი
თარიღი 21 სექტემბერი 1217
მდებარეობა ვილიანდის მახლობლად, ესტონეთი
58°26′48″ ჩ. გ. 25°28′57″ ა. გ. / 58.44667° ჩ. გ. 25.48250° ა. გ. / 58.44667; 25.48250კოორდინატები: 58°26′48″ ჩ. გ. 25°28′57″ ა. გ. / 58.44667° ჩ. გ. 25.48250° ა. გ. / 58.44667; 25.48250
შედეგი ლივონიის არმიის გამარჯვება
მხარეები
ხმლის საძმოს ორდენი
ლივები
ლატგალები
ესტონეთის სამფლობელოების კოალიცია (მააკონდები) (საკალა, ლაენემაა, ჰარჯუმა, ვირუმაა, რავალა, იარვამაა)
მეთაურები
ბერნარდ II,
ვოლკვინი,
კაუპო †
ლემბიტუ
ძალები
3000 6000
დანაკარგები
? 1000—1400

ვილიანდის ბრძოლა — ერთ-ერთი საკვანძო ბრძოლაგერმანელებს ( კაუპოს მეთაურობით) და ესტონელებს ( ლემბიტუს მეთაურობით) შორის, რომელიც გაიმართა ქალაქ ვილიანდის მახლობლად 1217 წლის 21 სექტემბერს, როდესაც გერმანელებმა სცადეს ესტონეთის ძალით დაპყრობა. [1]

უცხოურ ისტორიოგრაფიაში ცნობილია წმ. მათეს დღეს გამართული ბრძოლის სახელწოდებით ( ესტ. Madisepäeva lahing ).

ბრძოლის მონაწილეები

რედაქტირება

ერთ მხარეს გამოდიოდა კონტინენტური ესტონეთის ექვსი ძირითადი სამფლობელოს ( მააკონდის ) კოალიცია : რავალა (რეველი), ლაენემაა (როტალია ჰაინრიხში), ჰარჯუმა (გარიენი), ვირუმაა (ვირონია), ირვამაა (გერვენი) და საკალა. ბრძოლაში არ მონაწილეობდა მხოლოდ უგანდი (უნგაურია), ვინაიდან 1215 წელს ჯვაროსნებისა და ლეტების ცხრა შემოსევის შედეგად მისი მოსახლეობა თითქმის მთლიანად განადგურდა, ხოლო 1216 წლიდან იგი უკვე გერმანელებს ემორჩილებოდა. კოალიციის არმიაში შედიოდა ექვსი ათასამდე ჯარისკაცი. ესტონელებს რუსული ჯარების დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ მათ არ მიიღეს ბრძოლაში მონაწილეობა.

მეორე მხარეს (ესტონელების წინააღმდეგ) იბრძოდა ლივონის სამათასიანი არმია, რომელიც შედგებოდა რიგის ეპისკოპოსის ჯარებისგან, ჰოლშტეინის გრაფ ალბერტის ჯვაროსნებისგან, ხმლის საძმოს ორდენის,ლატგალების (ლეტების) რაზმისა და ლივებისგან.

შტაკება, შედეგები და ბრძოლის ისტორიული მნიშვნელობა

რედაქტირება

ბრძოლის დროს ჯვაროსნებმა ესტონელებს გამანადგურებელი მარცხი მიაყენეს. კოალიციის მთლიანმა ზარალმა შეადგინა თითქმის 1000 პირი, იმ ესტონელების ჩათვლის გარეშე, რომლებიც დაიღუპნენ ტყეში დამალვის მცდელობისას. გერმანელებმა ნადავლის სახით მიიღეს დაახლოებით ორი ათასი საბრძოლო ცხენი.[2]

გერმანელების ამ გამარჯვებამ დიდწილად განსაზღვრა ცენტრალური და სამხრეთ ესტონეთის მომავალი ბედი, რომლებიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ასევე აღმოჩნდნენ დამპყრობელთა ხელში. შემთხვევითი არ არის, რომ მე-13 საუკუნის ბოლოს, შუა საუკუნეების ლივონიის რითმირებული ქრონიკის ავტორმა ბრძოლას მიანიჭა გადამწყვეტი როლი ესტონეთის მიწების დაპყრობაში. პოეტი წერდა, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ესტონელები იძულებულები გახდნენ გადაეხადათ საეკლესიო დესეტინა, აეშენებინათ ციხე-სიმაგრეები და ეკლესიები, თუმცა „ისინი ამას იშვიათად აკეთებდნენ თავიანთი ბატონების იძულების გარეშე და დიდი ხალისით მოიშორებდნენ ამ ტვირთს, თუდაც ჯოჯოხეთური ტანჯვის წინაშე დამდგარიყვნენ.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Генрих Латвийский. Хроника Ливонии / С. А. Аннинский. — М.; Л., 1938. (латинский текст с русским переводом)
  • Livländische Reimchronik mit Anmerkungen, Namenverzeichniss und Glossar. Herausgeben von Leo Meyer. — Paderborn, 1876.
  • Чешихин Е. В. История Ливонии с древнейших времён. В 3 тт.. — Рига, 1884. — Т. 1