ვილაიათ ეივაზოვი
ვილაიათ სულეიმან-ოღლუ ეივაზოვი (აზერ. Vilayət Süleyman oğlu Eyvazov; დ. 1968, აბრაგუნისი, ჯულფის რაიონი) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი 2019 წლის 20 ივნისიდან.[1] გენერალ-პოლკოვნიკი.[2]
ვილაიათ ეივაზოვი აზერ. Vilayət Eyvazov | |
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 ივნისი, 2019 |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
დაბადებული | 1968 სოფ. აბრაგუნისი, ჯულფის რაიონი, ნახიჩეავანის ასსრ, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
განათლება | აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს პოლიციის აკადემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1968 წელს ჯულფის რაიონის სოფელ აბრაგუნისში. 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს პოლიციის აკადემია. შეიარაღებული ძალების რიგებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1994 წლის ნოემბრიდან მსახურობს შინაგან საქმეთა ორგანოებში. შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის დაწყების შემდგომ, როგორც პოლიციელი, მსახურობდა საგამოძიებო სტრუქტურის მრავალ თანამდებობაზე. მუშაობდა აზერბაიჯანის შსს სისხლის სამართლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
2001-2005 წლებში მუშაობდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2005 წლის 14 აპრილის №753 განკარგულებით დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2019 წლი 20 ივნისის განკარგულებით, გათავისუფლებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და მეორე განკარგულებით დანიშნულ იქნა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.[3]
წოდებები, ჯილდოები და პრემიები
რედაქტირებაუსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახელმწიფოებრივი მოწყობისა და სახელმწიფოს კონსტიტუციის დაცვის, დანაშაულთან ბრძოლის ნაყოფიერი საქმიანობისათვის წარდგენილი იყო სხვადასხვა ჯილდოზე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2002 წლის 30 ივნისის განკარგულებით, დაჯილდოვდა „აზერბაიჯანის დროშის“ ორდენით.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2004 წლის განკარგულებით, მიენიჭა სპეციალური წოდება — პოლიციის გენერლ-მაიორი, ხოლო 2006 წლის განკარგულებით — სპეციალური წოდება — პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Вилаят Эйвазов назначен министром внутренних дел. Oxu.Az (2019-06-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-21. ციტირების თარიღი: 2020-09-07.
- ↑ Эйвазов Вилаят Сулейман оглы. www.mia.gov.az. ციტირების თარიღი: 2020-09-07.
- ↑ Big changes at the top of the security sector in Azerbaijan. Common Space. ციტირების თარიღი: 2020-09-07.[მკვდარი ბმული]