ვიკი სოფტი
ვიკი სოფტი (აგრეთვე ცნობილი როგორც ვიკი-ძრავი ანდა ვიკი-აპლიკაცია — თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, სოფტი, რაც ამუშავებს ვიკიპედიას, ანუ საიტს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ შექმნან ვებ-გვერდები ვებ-ბრაუზერების საშუალებით. ვიკი-სისტემა წარმოდგენილია ვებ-აპლიკაციით, რომელიც ერთ ან რამდენიმე სერვერზეა გაშვებული. ენციკლოპედიური ხასიათის შინაარსი, რომელიც მოიცავს ყველა მიმდინარე და წინა ვერსიებს, ინახება ფაილთა სისტემის ან მონაცემთა ბაზის სახით. ვიკიპედიები წარმოადგენენ ვებ-კონტენტის მენეჯმენტის სისტემას, რომელიც ხშირად გამოიყენება ვებ-ჰოსტინგშიც. ამჟამად არსებობს ათობით აქტიურად განახლებადი ვიკი ძრავი, შესრულებული დაპროგრამების სხვადასხვა ენებში, რაც მოიცავს როგორც უფასო, ასევე ფასიან აპლიკაციებს. ასევე ფართოდ იცვლება მათი პლატფორმული უზრუნველყოფაც, მათი მხარდაჭერა ადამიანური ენების სიმბოლოებისა და კონვენციებისათვის და მათი რეგულაციები სტატიების დამუშავების ტექნიკური და სოციალური კონტროლის მიმართ.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ფართოდ აღიარებული 'ვიკი'-აპლიკაცია, WikiWikiWeb შექმნილი იქნა 1994 წელს და გაშვებულ იქნა c2.com მისამართლზე 1995 წელს.[1] "WikiWikiWeb" ერქვა იმ ვიკისაც, რომელიც ამ სოფტზე მუშაობდა და ვიკიპედიების არსებობის პირველ წლებში თითქმის ყოველი ვიკი თავისი დაკვეთების მიხედვით დამუშავებულ სოფტზე მუშაობდა. ვიკი-ვიკი-ვების სოფტს მოგვიანებით ვიკიბეისი უწოდეს ("WikiBase").
ვიკი-სოფტმა სათავე აიღო ძველი სისტემებისგან, რომლებიც დოკუმენტაციის და პროგრამული უზრუნველყოფისათვის გამოიყენებოდა 1980-იან წლებში. 1990-იანი წლებიშ შუაში ამ პროგრამებმა ვებ-ბრაუზერული ინტერფეისების სახე მიიღეს. მიუხედავად ამისა, მათ აკლდათ ის უნარი, რომ იოლად შეექმნათ ბმულები შინაგან გვერდებს შორის სპეციალური HTML კოდის დაწერის გარეშე. ამ სიტუაციის გასამარტივებლად უარდ კანინგემის მიერ შემოღებული იქნა გვერდების დამისამართების კონვენცია 1995 წელს, რომელიც არ მოითხოვდა HTML კოდს შინაგანი ბმულის შესაქმნელად.
იმ დროს, როდესაც მედიავიკის პროექტი ჩაისახა, ეს კონვენცია უკვე აღარ იყო პოპულარული და იგი შეცვალა წყაროში ორმაგი კვადრატული ფრჩხილებით შინაგანი ბმულების მონიშვნამ. ამგვარად, გვერდების სახელები უკვე აღარ ეწინააღმდეგებოდა ინგლისური ენის ბუნებრივ წყობას და უკვე შეიძლებოდა მათში ინგლისური მთავრული შრიფტის გამოყენებაც სტანდარტული გრამატიკული კონვენციის მიხედვით. წინადადების პირველი სიმბოლოს მგრძნობიარობა მთავრული ან ნუსხური შრიფტის მიმართ, რაც უკვე აღარ ახასიათებთ შემდგომ სიმბოლოებს, მისდევს სტანდარტული ინგლისური კაპიტალიზაციის შეთანხმებებს და საშუალებას აძლევს ავტორებს, რომ დაწერონ თავიანთი გვერდები ჩვეულებრივი ინგლისური ენით და მხოლოდ შემდეგ ჩართონ ბმულები ზოგიერთ სიტყვებთან ან ფრაზებთან. დრომ აჩვენა, რომ ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც საშუალება მისცა ავტორებს, სპეციალური მომზადების გარეშე ეწერათ ვიკი-გვერდები, ხოლო არა-სპეციალისტ იუზერებს _ რომ ეკითხათ ისინი. იგივე პოლიტიკა გაფართოებულ იქნა სხვა ბუნებრივ ენებზეც, რამაც თავიდან აგვაცილა უჩვეულო ფორმის მქონე ტექსტების ან უხერხული კაპიტალიზაციების გამოყენება, რაც ამა თუ იმ ენის კერძო წესებს დაარღვევდა.
შემდგომ ათ წელიწადში დაწერილ იქნა კიდევ ბევრი ვიკი-აპლიკაცია პროგრამირების სხვადასხვა ენებზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Wiki Way. Quick collaboration on the Web, Addison-Wesley (April 2001) ISBN 0-201-71499-X