ვიკიპედია:Microsoft Lumia/საკონკურსო/20150524110323/ანანურის აღმოჩენა:საღად შენახული ხილი და მუმიფიცირებული ბელადები

{{საკონკურსო/Microsoft Lumia|სახელი, გვარი = ნიკა გულიკაშვილი|ელ.ფოსტა=gulikashvili_nika@bk.ru| სათაური=ანანურის აღმოჩენა:საღად შენახული ხილი და მუმიფიცირებული ბელადები|ტელეფონი=577006678


 არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანლის,ზურაბ მახარაძის თქმით,მსგავსი მასშტაბის ყორღანი ბოლო 40

წლის განმავლობაში არ შესწავლილა.მისი თქმით,სამარხის მნიშვნელობას იქ აღმოჩენილიგათაფლული თავის ქალები,რაც მუმიფიცირების ერთგვარ სახესხვაობას წარმოადგენს,ქარვის მძივი და ყორღანში დაცული მიცვალებულის სამი ეტლი ზრდის.

 საქართველოს ეროვნულიმუზეუმის სამეცნიერო კაფეში არქეოლოგთა ექსპედიციის ხელმძღვანელმა

ზურაბ მახარაძემ აღმოჩენის წინასწარი პრეზენტაცია მოაწყო.მისი თქმით,არქეოლოგები არტეფაქტებს ჯერ კიდევ სწავლობენ და მათ ინტერპრეტაციას თავს არიდებს.

 ზურაბ მახარაძის თქმით,ტომის ბელადის კუთვნილ ყორღანს,სავარაუდოდ,რამდენიმე ტომის

მოსახლეობა აშენებდა.სიდიდის გამო შესაძლოა მშენებლობა თვეებიც გაგრძელდა.სამარხში აღმოჩენილი შვიდი მიცვალებულიდან ორის თავის ქალა შეისწავლეს.თავის ქალები თაფლით იყო დამუშავებული.არქეოლოგი მიიჩნევს,რომ მუმიფიცირების თავისებურ მეთოდთან აქვს საქმე.

 ანანურში კიდევ ერთი განსაკუთრებულობა სამი ეტლია,რადგან როგორც წესი ყორღანში მხოლოდ 

ერთი ბელადის,ეტლი იყო მოთავსებული.ეტლზე სულ ოთხი გვამი იყო დასვენებული,ხოლო ეტლების ქვეშ სამი ჩონჩხი აღმოაჩინეს,რაც არქეოლოგებს მონებისა და მიცვალებულისთვის მსხვერპლშეწირვის არსებობას აფიქრებინებს.ჯერ დადგენილი არ არის მიცვალებულების სქესიდა ის ნათესაური კავშირები,რაც შესაძლოა მათშორის არსებობდა.

 არქეოლოგების გაკვირვებას ურმის ბორბლის სამაგრიც იწვევს.სამაგრის თავი სპილენძისაა,წვერი

გარედან სპილენძითაა დაფარული.თუმცა მისი შიგთავსი გაურკვეველი მადნისგანაა დამზადებული. სამაგრი ეხლა გერმანიაშია გაგზავნილი ლაბორატორიული შემოწმებისთვის.საქართველოში ქარვა არ მოიპოვება.თუმცა ანანურის სამარხში ქარვის მძივია დაცული,რომელიც სავარაუდოდ შემოტანილი უნდა იყოს.მახარაძის თქმით,ეს არის პირველი აღმოჩენილი მძივი მთელ წინა აზიაში.

 ზურაბ მახარაძის თქმით,ანანურის დიამეტრი 100 მეტრი,სიმაღლე კი 12 მეტრია.იგი ლაგოდეხის

რაიონის სოფელ ჭაბუკიანის მახლობლად,მდინარე ალაზნის ჭალაში მდებარეობს.ყორღანები ადრე ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. აღ. III ათასწლეული)იყო გავრცელებული და მაშინდელი არისტოკრატიისთვის იგებოდა.

 ყორღანი მრგვალი,გორაკის ფორმის მიწით დაფარული საფლავი იყო,რომლის ცენტრში მოთავსებულ

კამერაში მიცვალებული იყო დასვენებული.მისი სიდიდე იმ მიცვალებულის სიძლიერეს უსვამს ხაზს,ვისთვისაც იგი შენდებოდა.

 ექსპედიციამ 2012 წლის 5 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე იმუშავა.თავდაპირველად გორაკის თავი

ხეებისა და ბუჩქნარისგან გაწმინდეს.შემდეგ კი ყორღანის გათხრა დაიწყეს.12 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ქვეშ 25 მეტრის სიგრძისა და 15 მეტრის სიგანის მოედანი იყო.

 ანანური რიყის ქვებით იყო გადახურული,რომლის ქვეშ თიხა ფენა-ფენა დაეყარათ.თიხის ქვეშ

მოწითალო-მოოქროსფრო ბუნებრივი საღებავი ოქრა და ნაფოტები იყო დაყრილი.მოედანს,რომელშიც მიცვალებულები იყვნენ მოთავსებული,ხის მორევის ორი მწკირვი და მათ შორის მოთავსებული ჭილოფის ნაჭერი ჰქონდა სახურავად.ზურაბ მახარაძის თქმით,აღნიშნული ყორღანი მდიდარია შალისა და თექის ნაქსოვი ტექსტილით.

 როგორც ჩანს,სამარხი ორჯერ გაუძარცვავთ,ამას ორი გვირაბი მოწმობს,რომელიც,არქეოლოგების

აზრით,მძარცველებს გაუყვანიათ.მახარაძის თქმით,ბრინჯაოს ხანაშივეა გაძარცვული.ქურდობის მიუხედავად,არქეოლოგებმა 27 ნივთს მიაკვლიეს,რომელთა შორის უმეტესად სამკაულების ნარჩენებია. ერთ-ერთი საკიდის ორნამენტები ძალიან ჰგავს წნორის ყორღანში არმოჩენილი ლომის ქანდაკების

 ორნამენტებს.
 ზურაბ მახარაძე ანანურის მიკუთვნებას რომელიმე კულტურისადმი ჯერ არ ჩქარობს.არქეოლოგი

ყორღანს ბედენურ კულტურას ამსგავსებს,რომელიც სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში იყო გავრცელებული. მისივე აზრით,ანანურის ყორღანი შესაძლოა მარტყოფულ კულტურასთან იყოს დაკავშირებული,რადგან

იქ აღმოჩენილი შავპრიალა კერამიკული ნივთები მარტყოფული კულტურისთვისაა დამახასიათებელი.
 "მტკვარ-არაქსის ბოლოს ჩნდება ასეთი მდიდრული ყორღანები.იქ გამოიყოფა ორი ჯგუფი:მარტყოფულს
ვეძახით და ბედენურს.ეს ყველაფერი შესწავლის პროცესშია.ჯერ არც არის ეს დადგენილი რომ ეს
ნამდვილად ბედენის კულტურაა.ეს ჩვენ პირობითად ვყოფთ ასე,"-განმარტა ზურაბ მახარაძემ.
 როდესაც არქეოლოგებმა ანანური გათხარეს,იქ გადარჩენილი ტქხილი და წაბლი იპოვნეს.იპოვნეს
თაფლში ამოვლებული კენკროვნები:ონტყოფა და კვრინჩხი.კერამიკის ჭურჭელი დაზიანებულია და მისი
აღდგენა მიმდინარეობს.
 მახარაძის თქმით,დარბაზის ხის ჭერმა ქვაყრილისა და თიხის დაწოლას ვერ გაუძლო და მორები ჩამოიშალა.

ჩამოშლილმა ჭერმა კერამიკა და სხვა ნივთები დააძიანა,თუმცა შეიქმნა ისეთი მიკროკლიმატი,რომელმაც სამარხში მოთავსებული ხილი იმდენად კარგად შეინახა,ლაბორატორიაში თაფლში ამოვლებულმა ონტყოფამ თაფლის არომატი დააყენა.

 "ნამდვილად იმსახურებს,ეს კომპლექსი რომ იყოს გადარჩენილი და გამოფენილი,"-ამბობს ზურაბ მახარაძე 

და დასძენს,რომ ახლა არმოჩენილი მასალის კონსერვაცია მიმდინარეობს და მიახლოებით 4 თვეში გამოსაფენად მზად იქნება.