ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2011/კატეგორიის განხილვა:მუსიკალური ალბომები
ჩემთვის გაუგებარია, რატომ გვაქვს საერთოდ ასეთი კატეგორია ’მუსიკალური ალბომები’ და არა უბრალოდ ალბომები? გვაქვს 1973 წლის მუსიკალური ალბომები, 1968 წლის მუსიკალური ალბომები, 1984 წლის მუსიკალური ალბომები...რამე სხვა ’ალბომის’ კლასიფიცირებასთან კონფლიქტია? როდესაც წერია ’ალბომი’, იგულისხმება პირველ რიგში, მუსიკალური ალბომები და არა ’საოჯახო ალბომი’ ან ’ფოტოალბომი’.
გთხოვთ, განიხილოთ ეს საკითხი, ეს მნიშვნელოვანია. რომ მერე ჩავუჯდე და ყველგან შევცვალო (თუ მივალთ მანამდე).
კიდევ ერთხელ:
რატომ არ შეიძლება იყოს ’1973 წლის ალბომები’ და არა ’1973 წლის მუსიკალური ალბომები’? კიდევ რამე სხვა ალბომები არსებობს 1973 წელს? ’1973 წლის ფოტოალბომები’???
აიტიშნიკი შვებულებაშია და ამიტომ გთხოვთ, სხვებს, ობიექტურად თუ სუბიექტურად, გამოთქვათ თქვენი აზრი.
ასევე - კატეგორია:მუსიკალური ალბომები. რა საჭიროა, როდესაც არ გვაქვს კატეგორია სხვა ალბომებზე და დღესდღეობით მხოლოდ მუსიკალურ ალბომებზე ვწერთ? მაშ, რატომ არ შეიძლება იყოს უბრალოდ ’კატეგორია:ალბომები’?— BH განხილვაწვლილი 07:37, 18 მაისი 2011 (UTC)
- ისევ მე უნდა გიპასუხო, თორემ სხვებს ასეთი საკითხები ნაკლებად აინტერესებთ, როგორც ჩანს . იდეაში, გეთანხმები, მაგრამ რაღაც მივეჩვიე ამ დასახელებას: მუსიკალური ალბომები. (სუბიექტივიზმი:)) თუმცა, სახელწოდების დამოკლებამ მისი მოძებნის გაადვილება უნდა გამოიწვიოს (წესით), შესაბამისად, მე წინააღმდეგი არ ვარ ამ ცვლილების.—G.G. 16:48, 20 მაისი 2011 (UTC)
- პ.ს. თან ინგლისურ, გერმანულ ბელორუსულ და კიდევ რამდენიმე ენაზეც კატეგორია:ალბომებია.—G.G. 16:53, 20 მაისი 2011 (UTC)
ჰო და ამიტომ ვერ ვხვდები, რა გვიშლის ხელს. მსურს, რომ სხვებმა ასევე გამოთქვან აზრი, თუმცა უკვე აქედან ვამბობ - როგორც კი ოდნავ მოვიცლი, დავუთმობ ამ საკითხს გარკვეულ დროს და ყველგან შევცვლი ყველა კატეგორიას. — BH განხილვაწვლილი 06:59, 21 მაისი 2011 (UTC).