ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2006/განხილვა:საქართველო ქართველებისათვის
აქ განთავსებულია წაშლილი გვერდის განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
მიმდინარე გამოკითხვა ამ საკითხზე ამჟამად დახურულია. გთხოვთ ნუ შეიტანთ ცვლილებებს. შემდგომი მოსაზრებები/კომენტარი უნდა გაკეთდეს ახალ სექციაში. შედეგი: საქართველო ქართველებისთვის |
კენჭისყრა ამ საკითხზე დახურულია. მომხმარებელთა კონსენსუსია წაშლა: 5 მომხრე, 1 ნეიტრალური. სტატია წაიშალა 20/07/06. |
კენჭისყრა წაშლაზე: მსგავსი ტიპის სტატიები ენციკლოპედიაში სასურველია რომ იყოს? ეს მე მგონი საკენჭისყრო ამბავია...--linguistus 20:21, 4 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- (მომხრე) კიდევ ერთი რამ: ეს სტატია საერთოდ არ შეესაბამება ენციკლოპედიის სტანდარტებს, ეს პუბლიცისტურ–კრიტიკული ხასიათის პამფლეტია. დედამიწაზე არსებულ არც–ერთ ენციკლოპედიაში მსგავსი ხასიათის სტატიები არ იბეჭდება. შესაბამისად დაუშვებელია, რომ ვინმემ ვიკიპედია გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გავრცელების ტრიბუნად, ამისათვის სხვა ადგილები არსებობს. თუ ეს საკმარისი დასაბუთება არ არის, მაშინ კენჭისყრა თავის სათქმელ სიტყვას იტყვის ახლო მომავალში. ჩემი აზრით მსგავსი ხასიათის ყველა სტატია ან უნდა გადაკეთდეს და იცავდეს მიუკერძოებლობის პრინციპებს, ან უნდა წაიშალოს.--linguistus 21:02, 4 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- (მომხრე) Linguistus ვეთანხმები. და დავამატებდი, რომ ქართულ ვიკიპედიაში სტატიები უნდა იწერებოდეს ქართულ ენაზე.Zangala 21:19, 4 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- (მომხრე) ბატონო ავტორო (მივმართავ ამ სტატიის ავტორს), თუ თქვენ გსურთ თქვენი პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირება ინტერნეტის საშუალებით, შემიძლია შემოგთავაზოთ სპეციალური ინტერნეტ გვერდის დამზადება (რა თქმა უნდა გარკვეული ანაზღაურების საფასურად), სადაც შეძლებთ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ვიკიპედია კი "ჰაიდ პარკი" არ არის, ეს უბრალოდ ელექტრონული ენციკლოპედიაა სადაც ფიქსირდება ფაქტები და მოვლენები ყოველგვარი მიკერძოების და პოლიტიკის გარეშე! ამიტომ ძალიან დაგვავალებთ თუ მსგავს სტატიებს აქ აღარ გამოაქვეყნებთ. ძვირფასო ადმინისტრატორებო კენჭისყრის შემთხვევაში მე მხარს ვუჭერ მსგავსი ხასიათის სტატიების ამოშლას! პატივისცემით Pieta 18:14, 5 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- კიდევ ერთხელ წავიკითხე ეს სტატია და კიდევ უფრო დავრწმუნდი თუ როგორ ლახავს ამ სტატიის ავტორი ვიკიპედიის პრინციპებს, მიუკერძოებლობის პრინციპს, პიროვნების ხელშეუხებლობის და კიდევ მრავალ ფასეულობას რომლის დაცვა არათუ სასურველია, სავალდებულოა. როდესაც იქსი იგრეკს უწოდებს ანტიეროვნულს ან ბინძურს ან რაიმე მსგავს კონტექსტში იხსენიებს, ამის თქმისთვის მხოლოდ ის გარემოება არ კმარა, რომ იქსის პოლიტიკური შეხედულებები არ ემთხვევა სხვა მრავალი იგრეკის შეხედულებებს. სტატიაში მოყვანილ პირებს, გია ნოდიას, თენგიზ გუდავას და კიდევ სხვებს, რომლებიც გამომრჩა, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით სრული უფლება აქვთ, რომ წამოიწყონ სასამართლო პროცესი ამ სტატიის დამწერის ან გამავრცელებლის მიმართ. ჩემი აზრით ეს სტატია და კიდევ სხვა სტატიები, სადაც არ არის დაცული ვიკიპედიის პრინციპები (მიუკერძოებლობა, საზოგადოობა, სარწმუნოობა, ობიექტურობა და კიდევ მრავალი სხვა) უნდა წაიშალოს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ კენჭი ვუყაროთ, წავშალოთ თუ არა ეს სტატია და კიდევ მრავალი ისეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული სტატია, რომელიც ემსახურება დამწერის პოლიტიკურ შეხედულებებს, თუ მე ვარ მარტო ასეთი, რომელიც ასე ფიქრობს და მსგავსი სტატიები ნამდვილად "ეროვნული" საქმეა, მაშინ სახალხოდ ბოდიშს მოვიხდი, თუმცა მე ყველას ვიკიპედიაში არსებული პრინციპების დაცვას ვთხოვ და რომელი ფაქტი უფრო "ეროვნულია" ამ სტატიის დაწერა და განთავსება თუ მისი წაშლა, ამ საკითხის გადაწყვეტა ქართულ ვიკიპედიაში მოღვაწე არაანგაჟირებულ ავტორებს მივანდოთ. გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა.--linguistus 16:19, 17 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- მეც მხარს ვუჭერ ამ სტატიის წაშლას.Zangala 19:56, 18 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

- (ნეიტრალური) სტატია ამ ფორმით უვარგისია. სულ წასაშლელია თუ არა დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ძირფესვიანად შეცვლა სჭირდება. Alsandro 20:19, 20 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- ხალხნო ამ სტატიის წაშლის დრო არ მოვიდა? 3 მომხრე ერთის წინააღმდეგ... --linguistus 10:38, 4 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- კარგი იქნება თუ ყავახანაში კენჭისყრის თაობაზე განხილვას კიდევ ერთ ხმას მაინც დავამატებიდით. ამგვარი სტატიების თაობაზე კონსენსუსი გვჭირდება. Alsandro 12:02, 4 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- ხალხნო ამ სტატიის წაშლის დრო არ მოვიდა? 3 მომხრე ერთის წინააღმდეგ... --linguistus 10:38, 4 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- (მომხრე) ვეთანხმები რომ ეს სტატია ენციკლოპედიასთან არაფერ შუაში არ არის.Trulala 07:40, 20 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- ცანგალასთან თხოვნა იქნება ამ სტატიის დამწერს მცირე შეტყობინება მისწეროს საკუთარ გვერდზე და ერთი კვირა დაველოდოთ ავტორის აზრსაც, შემდეგ ალბათ შეიძლება წაიშალოს, რადგან კონსენსუსი ამისკენ იხრება. - 66.82.9.87 11:35, 20 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- (მომხრე) სტატია უვარგისია ენციკლოპედიისთვის.Tamok 13:02, 20 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
ავტორის რა აზრს უნდა დაველოდოთ? მისი აზრი რაც იყო გააკეთა და მოათავსა ვიკიპედიაში. შევეკითხოთ თანახმაა თუ არა რომ წაიშალოს? პასუხი სახეზე გვაქვს. Zangala 11:38, 20 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
- ok, მაშინ იმ აზრის ციტატა მოიყვანე აქ და საკმარისი იქნება. აქ მარტო ამ სტატიაზე კი არა ამ ავტორის სხვა მრვალ სტატიაზეც გვექნება დავა და დოკუმენტურად გავაკეთოთ, ცივილურად. მე მინდა რომ ზოგადი პრინციპი ჩამოვაყალიბოთ ყავახანაში ამ თემაზე განხილვაში და მერე იმ პრინციპით ვიმოქმედოთ, ასე დაუმთავრებელი განხილვები არ ვარგა. სოფოს წამოწყებულ თემას დასრულება სჭირდება. სოფოსთვის ლოდინი ამისთვის არ გვჭირდება ალბათ. - ალ-ო (გ) 11:48, 20 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]