ვიკიპედია:ყავახანა/სიახლეები/არქივი
ვიკიციტატები
ხალხნო და ჯამაათნო, პატივცემულო ვიკიპედიელებო, ვაცხადებ რომ გავხსენი ქართული ვიკიციტატები. გთხოვთ იქაც შემოიხედოთ და ჩაყაროთ ხოლმე ციტატები. ბოლო ბოლო ქართული ვიკი საკმაოდ კარგად მიიწევს, და სხვა პროექტებიც ავწიოთ ასე თუ ისე, რას იტყვით? (დიზაინის პლაგიატის გამო არ ჩამქოლოთ) --ტრულალა (გ) 05:20, 23 სექტემბერი 2006 (UTC)
ახალი თარგები
ორი სიახლეა ქართულ ვიკიპედიაში:
- თარგი "უვარგისი". ამ თარგით ინიშნება ის სტატიები, რომელთა სათაურიც, ასე ვთქვათ, არ არის გადასაგდები, ანუ ადრე თუ გვიან მაინც უნდა შეიქმნას სტატია ამ სათაურით, ამიტომ არ ვშლით სტატიას მთლიანად, არამედ ვშლით შინაარსს, როდესაც იგი უსარგებლო ან არაადექვატურია. რამდენიმე ფაქტიურად არარსებული შინაარსის მქონე სტატია უკვე მოვნიშნე ამ თარგით. შეგიძლიათ მიმართოთ გვერდს: კატეგორია:უვარგისი გვერდები და გადახედოთ. თითოეული გვერდის ისტორიაში შეგიძლიათ ნახოთ, რას წარმოადგენდა სტატიის თავდაპირველი შინაარსი.
- თარგი "მიკერძოებული". სამწუხაროდ, ვიკიპედიაში გვაქვს რამდენიმე სტატია, რომელთა შინაარსი მიუღებელია. ვიკიპედიის თავისუფალი და ნეიტრალური ხასიათი (გარდა სხვა ფაქტორებისა) იმაშიც მდგომარეობს, რომ თავი უნდა შევიკავოთ მკვეთრი შეფასებების გაკეთებისგან. სამწუხაროდ, ვიკიპედიაში არსებული ზოგი სტატია არ იცავს ამ (და ზოგ სხვა) პრინციპს. თუ შეხვალთ გვერდში კატეგორია:მიკერძოებული სტატიები, იხილავთ ჩემს მიერ მონიშნულ რამდენიმე სტატიას. ამ შემთხვევაში, განსხვავებით "უვარგისი" სტატიებისგან, შინაარსი არ წამიშლია და არც შემიცვლია, მხოლოდ მოვნიშნე თარგით. თუ სხვა ვიკიპედიელებიც დამეთანხმებიან იმაში, რომ ამ სტატიების შინაარსი მიუღებელია, წაშლაზე ან გადაკეთებაზე შემდგომ შეგვიძლია ვიფიქროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ვიკიპედიის მკითხველმა იცოდეს, როდესაც ასეთ სტატიას გახსნის, რომ არაობიექტურ ტექსტთან აქვს საქმე.
სტატიების თარგებით მოსანიშნად შედით რედაქტირებაში და სტატიის დასაწყისში ჩაამატეთ {{უვარგისი}} ან {{მიკერძოებული}}, საჭიროებისდა მიხედვით.
სტატიების წაშლა
შემდეგი სიახლე, რომლის შესახებაც მალე მოგახსენებთ, იქნება სპეციალური გვერდი, სადაც წასაშლელი გვერდების განხილვა უნდა მოხდეს. სხვა ვიკიპედიების მაგალითებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კენჭისყრის მსგავსი პრინციპით ხდება გადაწყვეტილებების მიღება ამა თუ იმ სტატიის წაშლასთან დაკავშირებით. ანუ უბრალოდ კი არ ინიშნება სტატია, როგორც წასაშლელი და მერე პირდაპირ კი არ იშლება, არამედ მომხმარებელი ან ადმინისტრატორი აფიქსირებს წასაშლელად შეფასების მიზეზს და საერთო შეთანხმების საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება.
ამჯერად სულ ეს არის. პატივისცემით, Sopho 00:15, 9 ოქტომბერი 2005 (UTC)
ერთი ახალი თარგი შევქმენი და იმედია საჭიროდ ჩათვლით:
- თარგი "სტილი". ამ თარგით იდეაში უნდა მოინიშნოს სტატიები, რომლებიც სტილისტურ გამართვას საჭიროებს და ენციკლოპედიის ნორმებთან შესაბამისობაშია მოსაყვანი.
- Alsandro 16:07, 7 მარტი 2006 (UTC)
сакартвелос парламентис библиотекис официалури сахелцодебаа ,,илиа чавчавадзис сахелобис сакартвелос парламентис эровнули библиотека,, гтховт гаитвалисцинот да гаакетет асеве кведанакофи ,,эровнули библиотекис директореби,, эс ауцилебелиа Bachana 18:25, 19 სექტემბერი 2006 (UTC)