ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები/არქივი/10
ყურადღება! ეს გვერდი არქივის ნაწილია! ეს გვერდი წარმოადგენს გამოუყენებელი, მოძველებული პროცედურის ნაწილს და შენახულია ისტორიული მიზნებისთვის. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს. |
ვეძებთ მოხალისეებს არჩევნებისათვის
რედაქტირებამოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, წელს (ივლისი-აგვისტო) გაიმართება ფონდ ვიკიმედიის სამეურვეო საბჭოს არჩევნები. ამასთან დაკავშირებით, ფონდი ვიკიმედია ცდილობს გააუმჯობესოს ზოგოერთი პარამეტრი, მათ შორის ფონდი ცდილობს გაზარდოს ამომრჩეველთა აქტივობა (გასულ, 2017 წლის არჩევნებზე ქართული ვიკიპედიიდან მხოლოდ 6 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, დაახლოებით 60 ამომრჩევლიდან). ამისთვის, ჩვენ ვეძებთ მოხალისეებს ადგილობრივი საზოგადოებებიდან, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარებიან ამ მხრივ, ვინაიდან, მოხალისეები ადგილობრივი საზოგადოებებიდან უკეთ იციან თავიანთი ვიკისაზოგადოება.
მოხალისეები არჩევნების განმავლობაში შეასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:
- ხელს შეუწყობენ არჩევნების ჩატარებას მათ ვიკისაზოგადოებაში
- მოაწყობენ დისკუსიებს და შეხვედრებს არჩევნების შესახებ მათ ვიკისაზოგადოებაში
- გადათარგმნიან განცხადებებს და სხვა მასალებს არჩევნებზე მათი ვიკისაზოგადოებისთვის
გსურთ გახდეთ მოხალისე თქვენი ვიკისაზოგადოებისთვის? შეამოწმეთ უფრო მეტი დეტალი მოხალისეობაზე და დაამატეთ თქვენი სახელი თქვენი ვიკისაზოგადების გასწვრივ ამ ცხრილში ან დაუკავშირდით თქვენს რეგიონალურ წარმოამადგენელს.
პატივისცემით. – Mehman (WMF) განხილვაწვლილი 23:43, 9 მაისი 2021 (UTC)
ფონდ ვიკიმედიის სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
რედაქტირებამოგესალმებით,
ფონდ ვიკიმედიის სამეურვეო საბჭოს 2021 წლის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. არჩევნებზე 19 კანდიდატი მონაწილეობს.
წაიკითხეთ დეტალურად რა არის და რას საქმიანობს ფონდის სამეურვეო საბჭო ამ პატარა ვიდეოთი.
წელს ვირჩევთ 4 ახალ წევრს.
ხმის მიცემა დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შეგიძლიათ.
- გაიგეთ მეტი კანდიდატებზე
აქედან შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეულ კანდიდატს. ასევე გაეცანით მათ პასუხებს რიგ კითხვებზე, რომელიც მათ საზოგადოებამ დაუსვა.
- მიეცით ხმა
აქ ნახავთ მოთხოვნებს, რომელიც გესაჭიროებათ ხმის მისაცემად. ასევე, აქედან გაიგებთ, როგორ უნდა მისცეთ ხმა არჩევნებზე.
წარმატებები,
საარჩევნო კომისია. – Mehman (WMF) განხილვაწვლილი 08:10, 18 აგვისტო 2021 (UTC)
უნივერსალური ქცევის კოდექსის შესახებ
რედაქტირებამოგესალმებით,
უნივერსალური ქცევის კოდექსის მე-2 ეტაპის სარედაქციო კომიტეტს სურს გაიგოს მოსაზრებები ქცევის კოდექსის (უქკ) აღსრულების მექანიზმების პროექტის შესახებ. საკონსულტაციო პერიოდი აღნიშნულის შესახებ 2021 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 17 ოქტომბერს დასრულდება.
თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ ნებისმიერ ენაზე, პროექტის განხილვის გვერდზე ან მოგვწეროთ ფოსტაზე.
ასევე შეგიძლიათ დაესწროთ რიგ შეხვედრებს:
- შეხვედრები - 24 აგვისტო, 31 აგვისტო, 7 სექტემბერი @ 03:00 UTC & 14:00 UTC
- მრგვალი მაგიდები - 18 სექტემბერი @ 03:00 UTC & 15:00 UTC
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ. — Mehman (WMF) განხილვაწვლილი 10:48, 24 აგვისტო 2021 (UTC)
„ფონდ ვიკიმედიის“ სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგები
რედაქტირებამოგესალმებით,
პირველ რიგში, მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო 2021 წლის „ფონდ ვიკიმედიის“ სამეურვეო საბჭოს არჩევნებში.
საარჩევნო კომისიამ შეამოწმა ხმები, რომელიც არჩევნების დროს მივიღეთ. წელს, როგორც მოგეხსენებათ, ვირჩევთ 4 ახალ წევრს. ასევე, წელს ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა — 6873 მომხმარებელი 214 ვიკიპროექტიდან. გამოვლინდა 4 კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ესენია:
- Rosie Stephenson-Goodknight (როზი სტივენსონ-გუდნაიტი)
- Victoria Doronina (ვიქტორია დორონინა)
- Dariusz Jemielniak (დარიუშ ემელნიაკი)
- Lorenzo Losa (ლორენზო ლოსა)
მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატები მოიპოვეს ამომრჩევლების ხმები, მაგრამ ისინი ჯერ არ არიან სამეურვეო საბჭოს წევრები. მათ ჯერ ელოდებათ შემოწმება სამეურვეო საბჭოს მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ, თვითონ სამეურვეო საბჭო დანიშნავს მათ ახალ წევრებად. საბჭომ, ამ პროცესის დასრულების სავარაუდო თარიღად სექტემბრის ბოლო დაასახელა.
სრული განცხადების წაკითხვა ინგლისურად აქედან შეგიძლიათ. პატივისცემით, — Mehman (WMF) განხილვაწვლილი 19:13, 7 სექტემბერი 2021 (UTC)
მოძრაობის წესდების სარედაქციო კომიტეტის არჩევნები
რედაქტირებაგამარჯობა,
ეს მოკლე შეტყობინება მოიცავს მოძრაობის წესდების შექმნის შესახებ ინფორმაციას. კანდიდატდა მიღების პროცესი სარედაქციო კომიტეტში 14 სექტემბერს დასრულდა და ახლა გვაქვს კანდიდატდა სრული სია. სარედაქციო კომიტეტი 15 წევრისგან დაკომპლექტდება და ისინი აირჩევიან სამი განსხვავებული გზით.
სარედაქციო კომიტეტი 15 წევრისგან აირჩევა სამ ეტაპად:
- კომიტეტის 7 წევრს საზოგადოებები ხმის მიცემით აირჩევენ.
- კომიტეტის 6 წევრს ვიკიმედიის ორგანიზაციები აირჩევენ.
- ფონდი ვიკიმედია დანიშნავს კომიტეტის 2 წევრს.
არჩევნები გაიმართება 11-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით. მთელი პროცესი დასრულდება 1 ნოემბრისთვის.
მოძრაობის წესდების გარშემო მიმდინარე პროცესების უკეთ გასაგებად, გაეცანით პროექტის გვერდს მეტა-ვიკიზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ ტელეგრამისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (wikimedia2030@wikimedia.org). მადლობა, – Mehman (WMF) განხილვაწვლილი 14:27, 22 სექტემბერი 2021 (UTC)
A elongation: The questions for the candidates into Drafting Committee Movement_Charter
რედაქტირებაInto 2021-09-29 11:59:59 UTC You can suggest the questions for the candidates into Drafting Committee Movement Charter. ✍️ Dušan Kreheľ განხილვაწვლილი 18:14, 27 სექტემბერი 2021 (UTC)