ვიკიპედია:სედ/ლექსიკონები და სასარგებლო ბმულები
გზამკვლევი შემუშავდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად პროექტისათვის. |
როცა არ ხართ დარწმუნებული, „ერთ-ერთია“ სწორი თუ „ერთერთი”, „ვიკიპედიას წესები“ თუ „ვიკიპედიის წესები“, ანუ, ზოგადად, სიტყვის რომელი ფორმაა სწორი, გადაამოწმეთ ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონებში. საბედნიეროდ, ზოგიერთი ლექსიკონის ელექტრონული ვარიანტი ინტერნეტშიც იძებნება:
- სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა 2018 წელს გამოსცა ბიულეტენი, რომელიც ეხება ქართულში გავრცელებულ ენობრივ შეცდომებს, ასეც ჰქვია: „გავრცელებული ენობრივი შეცდომების ლექსიკონი“. მისი ელექტრონული ვერსიით სარგებლობისათვის გადადით ბმულზე:
- ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი. ამ ლექსიკონის რამდენიმე რედაქცია არსებობს. პირველი, 1946 წელს გამოცემული ლექსიკონის შემდგენელია მხოლოდ ვარლამ თოფურია, შემდეგ, მეორე, უფრო სრულყოფილი ლექსიკონი გამოიცა 1968 წელს, ხოლო ბოლო, 1998 წლის გამოცემის რედაქტორია ივ. გიგინეიშვილი. ამ ლექსიკონს თოფურია-გიგინეიშვილის სახელითაც იცნობენ. მისი ელექტრონული ვერსიით შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულზე გადასვლით:
- ენის მოდელირების ასოციაციის მიერ მომზადებული ელექტრონული ორთოგრაფიულ ლექსიკონიც, ძირითადად, თოფურია-გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონს“ ეფუძნება.
- ორთოგრაფიული ლექსიკონის უახლესი, 2017 წლის, გამოცემაა „სახელმწიფო ენის ოფიციალურ-საქმიანი სფერო − საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“ (თ. ვაშაკიძე, ავთ. არაბული, თ. ბურჭულაძე). ამ ლექსიკონში ბევრი ისეთი ფორმაა შესული, რომლებზეც ბოლო წლებში ენათმეცნიერებმა იმსჯელეს და ძველი ნორმისაგან განსხვავებული ვარიანტი დაამტკიცეს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ლექსიკონებისა, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა სხვადასხვა წელს გამოსცა რამდენიმე, შედარებით მცირეტანიანი ორთოგრაფიული ლექსიკონი:
- ა) მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის, 2016;
- ბ) მოსწავლის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი. თბილისი, მერიდიანი, 2012;
- გ) ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი 1, 2009;
- დ) ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი II, 2011;
- ე) სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი, 2011;
- ვ) ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი, 2002;
ამ ლექსიკონების ელექტრონულ ვერსიებს მიაგნებთ ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე:
- ქართული ენის განმარტებითი რვატომიანი აკადემიური ლექსიკონი 1950-1964 წლებში გამოიცა (რედ.: არნ. ჩიქობავა), მის განახლებაზე კი დღემდე მუშაობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება (ახალი გამოცემის რედაქტორი ავთ. არაბული). დღესდღეობით გამოცემულია ა, ბ, გ და დ ასოების ახალი რედაქცია. ლექსიკონის შემოკლებული ვარიანტით ისარგებლებთ აქ: https://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონია, თუმცა ასევე ორთოგრაფიული მონაცემების შემცველიცაა „ქართული ლექსიკონი“, რომელშიც სახელის ძიებისას არამხოლოდ მის განმარტებას იპოვით, არამედ ნახავთ ამ სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმასაც (დააზუსტებთ, სიტყვა კუმშვადია, კვეცადი, უკვეცელი თუ უკუმშველი) https://www.ganmarteba.ge/
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი ხასიათის ლექსიკონებისა, წერისას გამოგადგებათ კონკრეტული თემატიკის ორთოგრაფიული ლექსიკონებიც:
- ბერძნულ და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი,(შემდგენელი კონა გიგინეიშვილი), 1985;
- საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი(რედ. ალ. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი), 1989;
- საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, 2009.