ვიკიპედია:სამოქალაქო ქმედების კონკურსი


სამოქალაქო ქმედების კონკურსი

სამოქალაქო ქმედების კონკურსი 2017

სამოქალაქო ქმედების კონკურსი — სამოქალაქო ქმედების მიერ ორგანიზებული კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებების სფეროს უკეთ დამუშავებას ქართულ ვიკიპედიაში.

ვადები
კონკურსი დაიწყება ორშაბათს,
18 დეკემბერს, და დასრულდება კვირას, 24 დეკემბერს, 23:59 (თბილისის დროით).
პრიზები
  • კონკურსის ფარგლებში ყველაზე მეტი სტატიის ავტორი მიიღებს ტექნიკის შესაძენ 150 ლარიან ვაუჩერს
  • კონკურსის ფარგლებში საუკეთესო სტატიის ავტორი მიიღებს ტექნიკის შესაძენ 50 ლარიან ვაუჩერს (საუკუთესო სტატიის გამოსავლენად გაიმართება წილისყრა)
  • კონკურსის ფარგლებში ყველაზე საინტერესო სტატიის ავტორი მიიღებს სამახსოვრო ჯილდოს (ყველაზე საინტერესო სტატიას გამოავლენს სამოქალაქო ქმედების წარმომადგენელი)
  • კონკურის ფარგლებში 10 ყველაზე აქტიური რედაქტორი მიიღებს სამახსოვრო პრიზებსა და სერტიფიკატებს..

აქ მოცემულია კონკურსში მონაწილეობის წესები:

  1. კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ის სტატიებიб, რომლებიც შეიქმნება 2017 წლის 18 დეკემბრიდან - 24 დეკემბრის ჩათვლით.
  2. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის სტატიები, რომლებიც ეხება სოციალურ მეცნიერებებს, კონკრეტულად:
    1. ეკონომიკა
    2. პოლიტიკა
    3. სამართალი
    4. საერთაშორისო ურთიერთობები
    5. უსაფრთხოება
  3. სტატიის შექმნის შემდეგ მისი განხილვის გვერდზე უნდა ჩაისვას თარგი:სამოქალაქო ქმედების კონკურსი 2017. გთხოვთ იხილოთ თარგის გამოყენების ფორმატი.
  4. საკონკურსო სტატიის მინიმალური ზომა შეადგენს 150 სიტყვას.
  5. სტატიის თემა უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტანდარტებს და მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი წყარო.
სამოქალაქო ქმედების შესახებ
სამოქალაქო ქმედება და ქართული ვიკიპედია სამოქალაქო ქმედების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში აცხადებენ ვიკიპედიაზე საუკეთსო სტატიების კონკურსს.

ვიკიპედია არის კაცობრობის ისტორიაში სამოქალქო ქმედების საუკეთესო მაგალითი - მილიონობით მოხალისემ შექმნა ცოდნის უდიდესი საცავი კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი საქართველოში შეიტანოს საკუთარი წვლილი სამოქალაქო ქმედებაში - დღეიდან ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ცოდნის გავრცელებაზე საქართველოში!

სამოქალაქო ქმედების სკოლა არის ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და წვლილი შეიტანონ უკეთესი საზოგადოების შექმნაში. პროგრამის პირველი ნაკადი გააერთიანებს 50 ახალგაზრდას - პირველი ნაკადის მონაწილეებს შორის, ჩვენთ განსაკუთრებით გვაინტერესებს ისეთი ადამიანების აღმოჩენა, ვინც მზად არის ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო ქმედების სკოლის სახის შექმნასა და გამჯობესებაში.

ღონისძიების ლინკი

პროექტი ხორციელდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.