ეთანოლამიდი (ასევე უწოდებენ: ეთილ-სპირტს, სუფთა სპირტს, მარცვლოვან სპირტს, სასმელ სპირტს) — აქროლადი, აალებადი, უფერო სითხე. არის ძლიერი ფსიქოტროპული ნივთიერება და ერთ-ერთი უძველესი დასვენებითი წამალი. უფრო ხშირად როგორც ცნობილი ალკოჰოლი, გამოიყენება ალკოჰოლურ სასმელებში. ის ასევე გამოიყენება თერმომეტრებში, გამოიყენება როგორც გამხსნელი და როგორც ალკოჰოლური საწვავი. ზოგადად მოხმარებაში მას უმეტესად აიგივებენ უბრალოდ ალკოჰოლთან ან სპირტთან.

ქიმიური ფორმულა

აბსოლუტური სპირტი რედაქტირება

აბსოლუტური სპირტი — სპირტი, რომლისგანაც მთლიანად მოცილებულია წყალი, რისთვისაც არსებობს სპეციალური ხერხები. სპირტიდან წყლის მოცილების სისრულე შეიძლება შემოწმდეს თვისებითი ცდებით, მაგ: აბსოლუტურ სპირტში უწყლო გოგირდმჟავა სპილენძი თავის შეფერილობას არ იცვლის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი საშენი მასალების, არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში“, რედკოლეგია: მ. ნიკოლაიშვილი, გ. მეფარიშვილი, (საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტი), თბ., 1995, გვ. 1

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: