MS-DOS
MS-DOS (ინგლ. Microsoft Disk Operating System — დისკური საოპერაციო სისტემა) — კომერციული საოპერაციო სისტემა Microsoft-ისაგან IBM PC-თავსებადი პერსონალური კომპიუტერებისათვის. MS-DOS — ყველაზე გავრცელებული სისტემაა DOS ოჯახიდან. დროთა განმავლობაში იგი შეცვალა Windows 9x და Windows NT სისტემების ოჯახმა.
MS-DOS შეიქმნა 1981 წელს, არსებობს მისი რვა სრული და ოცამდე სუბვერსია. 2000 წელს Microsoft-მა შეწყვიტა მისი განვითარება. ის წარმოადგენდა ამ კომპანიის მთავარ პროდუქტს 15-20 წლის განმავლობაში, რაზეც უამრავი პროგრამა შეიქმნა.
ბოლო მუშა ვერსიაა 6.22, MS-DOS სისტემის ჩამტვირთავად მუშაობს Windows 95-ში (ვერსიები 7.0 და 7.1), Windows 98-ში (ვერსია 7.1) და Windows ME-ში (ვერსია 8.0).
ისტორია
რედაქტირება1980 წელს ტიმ პეტერსონმა შექმნა QDOS (ინგლ. Quick-and-Dirty Operating System). მისი მეორე სახელია 86-DOS, რადგან Intel 8086 პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი. ის ჰგავდა CP/M სისტემას, იმ ფაქტის გამოკლებით, რომ განსხვავებული ფაილების სისტემა ჰქონდა. Microsoft-მა მისი ლიცენზია 50000 დოლარად შეიძინა და გადასცა IBM კომპანიას 1980 წელს,ხოლო 1981 წლის ივლისში უკან გამოისყიდა 80000 დოლარად.
პირველი MS-DOS ბევრ შეცდომას შეიცავდა. მათ ასწორებდნენ IBM-ის პროგრამისტები. ამის შედეგად შეიქმნა PC DOS, მოგვიანებით ეს სისტემები გააერთიანეს (მეექვსე ვერსიამდე მათი განსხვავება რთული შესამჩნევია). PC DOS აყენებდნენ IBM-ის ორიგინალურ კომპიტერებზე, ხოლო MS-DOS სხვა მოწყობილობებზე.
ვერსიების ისტორია
რედაქტირებავერსია | თარიღი | აღწერა |
---|---|---|
1.25 | მარტი 1982 | ერთადერთი დისკშემყვანის მხარდაჭერა 5,25" DS (Double Side) 320 კილობაიტი. FAT12. |
2.0 | მარტი 1983 | დაემატა 10 მეგაბაიტამდე ვინჩესტერების მხარდაჭერა. დაემატა კატალოგების მხარდაჭერა (შესაძლებელი გახდა საქაღალდეების შექმნა) და ფაილებზე ოპერაციების რაოდენობა. |
3.0 | აგვისტო 1984 | მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. დაემატა ვინჩესტერის მხარდაჭერა 32 მბ-მდე და მისი გაყოფის შესაძლებლობა (ლოგიკურ და ჩამტვირთავ დისკებად). |
3.1 | ნოემბერი 1984 | დაემატა Microsoft-ის ქსელთან მუშაობის უნარი. |
3.2 | იანვარი 1986 | ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა: 3,5" DD 720 მეგაბაიტი. |
3.3 | აგვისტო 1987 | ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა: 3,5" HD (High Density) 1,44 მეგაბაიტი. შესაძლებელი გახდა ვინჩესტერის რამდენიმე ლოგიკურ დისკად გაყოფა. |
4.0 | ივნისი 1988 | ექსპერიმენტული ვერსია რომელიც არ გაიყიდა. ვინჩესტერების მხარდაჭერა 2 გეგაბაიტამდე. ფაილების სისტემა: FAT16. განკუთვნილია 8086 პროცესორისთვის, აქვს მეხსიერებასთან მუშაობის პრობლემები. |
4.01 | დელემბერი 1988 | ძირითადად გასწორებულია წინა ვერსიის შეცდომები. |
5.0 | ივნისი 1991 | მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა 3,5" ED 2,88 მეგაბაიტამდე. დაემატა ტექსტური რედაქტორი Edit, პროგრამირების ენა QBASIC, პროგრამა MS-DOS Shell. |
6.0 | მარტი 1993 | მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. დაემატა დისკების კომპრესორი DoubleSpace და დისკების დეფრაგმენტაციის საშუალება. |
6.1 | არ გამოსულა | წინა ვერსიების შეცდომების გამოსწორება. |
6.2 | ნოემბერი 1993 | წინა ვერსიების შეცდომების გამოსწორება. |
6.21 | თებერვალი 1994 | Stac Electronics კომპანიამ უჩივლა Microsoft-ს რის შემდეგაც DoubleSpace პროგრამა ამოღებულ იქნა სისტემიდან. |
6.22 | ივნისი 1994 | ახალი დისკების კომპრესორი — DriveSpace. დაემატა კირილიცური შრიფტების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. |
7.0 | აგვისტო 1995 | შევიდა სისტემაში Windows 95. |
7.1 | აგვისტო 1996 | გამოვიდა როგორც Windows 95 და Windows 98 სისტემების ნაწილი. დაემატა FAT32 და ვინჩესტერების მხარდაჭერა 127 გეგაბაიტამდე. |
8.0 | სექტემბერი 2000 | შედის სისტემებში Windows ME, Windows 2000, Windows XP და Windows Vista. მისი ფუნქციონირება გაუარესდა, ამოიღეს მისი ფუნქციების უმრავლესობა. |