ვიკიპედია:ადმინისტრატორები/სტატუსის მოხსნა/2007

განცხადება ადმინისტრატორობიდან გასვლის შესახებ

რედაქტირება

ძვირფასო ვიკიპედიელებო,

მგონი, დრო მოვიდა (დიდი ხანია უკვე) იმისათვის, რომ უარი ვთქვა ვიკიპედიის ადმინისტრატორობაზე.

ქართული ვიკიპედიის არსებობის დასაწყისში, დაახლოებით 3 წლის წინ, ჩემს ადმინისტრატორობას კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ამჟამად ამის საჭიროება არ არის. მით უმეტეს, რომ, სამწუხაროდ, საერთოდ ვერ ვიცლი წვლილის შემოსატანად. თუ საშუალება მექნა, შემიძლია მომავალშიც მივიღო მონაწილეობა ვიკიპედიის განვითარებაში, მაგრამ ამის გაკეთება ჩვეულებრივი მომხმარებლის სტატუსითაცაა შესაძლებელი.

როგორც ჩანს, ვიკიპედიის წესებით ადმინისტრატორის სტატუსის დასატოვებლად არჩევნები არ ტარდება, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე ვიკი-საზოგადოების ინფორმირება ამ გადაწყვეტილების შესახებ. უახლოეს დღეებში მივწერ სტიუარდებს და ვთხოვ ჩემი სტატუსის გაუქმებას.

საუკეთესო სურვილებით,

Sopho 22:05, 2 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

განცხადება ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნის შესახებ

რედაქტირება

ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი ადმინისტრატორი ავთანდილ აბულაძე გარდაიცვალა 2005 წელს. უკვე ორი წელია გასული. ამ მიზეზის გამო ვაყენებ წინადადებას, რომ მას ადმინისტრატორის სტატუსის მოეხსნას. გთხოვთ უყაროთ კენჭი.

m:Requests for permissions#ავთანდილ@ka_wikipedia --Malafaya
This poll is taking place so that stewards are able to confirm community's decision on Avtandil's desysoping if needed. The request for desysoping can be found at the above link
სტატუსი ალბათ უკვე ადრე უნდა მოხსნილიყო, მაგრამ ამაზე არავის არ გვიფიქრია. რაც შეეხება წოდებას - შეგიძლია წინადადება წამოაყენო - მე პირადად მხარს ვუჭერ შენს წინადადებას. --ცანგალა () 22:04, 6 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე)--Malafaya 22:21, 6 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე) ალსანდროს ვეთანხმები - ცოტა არ იყოს უცნაური კი გამოდის ამაზე კენჭისყრა, მაგრამ, ალბათ, საჭიროა გადაიდგას ეს ნაბიჯი და თუ ვიღაცის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, მაშინ ისევ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. აუცილებელი არაა მაინცდამაინც კენჭისყრა დაერქვას. უბრალოდ აზრის გამოთქმის საშუალება უნდა ჰქონდეთ ვიკიპედიელებს. ბატონი ავთანდილის გარდაცვალება ძალიან სამწუხარო ფაქტია, რა თქმა უნდა. ეს რომ არ მომხდარიყო, იგი ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი მომხმარებელი და ადმინისტრატორი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან იგი ჩვენთან აღარ არის, ალბათ, არა აქვს აზრი მის დარჩენას ადმინისტრატორების სიაში. რამე სპეციალური საპატიო სტატუსი რომ არსებობდეს, კარგი იქნებოდა, ბატონი ავთანდილი ნამდვილად იმსახურებს მას, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ასეთი არაფერი არსებობს ამჟამად ვიკიპედიაში. ისე, ალბათ, მომავალში იარსებებს. ვიღაცა მიხვდება ამის საჭიროებას. მაგრამ თუ გამოინახა რამე ფორმა, მეც მხარს ვუჭერ, რასაკვირველია. Sopho 22:23, 6 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე) ტამოკ (გ) 04:32, 7 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე) - Island 08:02, 7 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

  Done by m:User:M7, but ავთანდილ's account 'marked' as honorary sysop ad memoriam --Malafaya 10:51, 7 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


ეს განხილვები ალბათ ჯობია გვერდზე ვიკიპედია:ადმინისტრატორები გადავიტანოთ. - ალ-ო      @ 10:40, 11 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე)--ცანგალა () 10:50, 11 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]