ვიკინგი (კოსმოსური პროგრამა)

ნასას კოსმოსური პროგრამა, რომელიც მარსის შესწავლისთვისაა განმიზნული
(გადამისამართდა გვერდიდან ვიკინგი (ნასა))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიკინგი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვიკინგი (ინგლ. Viking program) — ნასას კოსმოსური პროგრამა, რომელიც მარსის შესწავლისთვისაა განმიზნული, კერძოდ სიცოცხლის არსებობა ამ პლანეტაზე. ამ პროგრამის ამოცანაში შედიოდა ორი კოსმოსური აპარატის - ვიკინგ - 1 და ვიკინგ - 2 გაგზავნა მარსზე, რომლებსაც უნდა ეწარმოებინათ გამოკვლევები ორბიტიდან და აგრეთვე ზედაპირიდან. გაშვებული იყვნენ 1975 წელს; ვიკინგ -1-მა იმუშავა 1980 წლამდე ხოლო ვიკინგ 2-მა 1982 წლამდე. ეს პროგრამა აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიული და წარმატებული წიტთელ პლანეტასთან მიმართებაში, მაგრამ სიცოცხლის აღმოჩენა მარსზე მაინც ვერ შეძლო.

ვიკინგი

აფრენის საერთო მასა — 3530 კგ., 1445 კგ საწვავის ჩათვლით. დამშვების ნაწილის გაყოფის და დაშვების შემდეგ, მასა შეადგენდა 600კგ., ორბიტალურის კი 900 კგ. ვიკინგის ორბიტალური ბლოკი, რომელიც მარინერ — 9 ბაზაზე იყო აწყობილი, სიმაღლე 3,35მ და გაშლილი მზის პანელების სიგრძე 9,75მ; დასაშვები აპარატის სიმაღლე 2,1 მ და მაქსიმალური სიგანე 3 მ აღწევდა.

ცნობილი სახე მარსზე, „ვიკინგ -1“-ის სურათი

ორბიტალური ნაწილი შეიცავდა რეაქიულ ძრავს რომლის გაწევა 136 კგ. შეადგენდა. ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა ორბიტალური ნაწილში მზის პანელები, ხოლო დასაშვები აპარატისთვის — პლუტონიუმის ბატარეები, რომლებიც რადოიაქტიურ პლუტონიუმ — 238 შედგებოდა.

ორბიტალურ ბლოკზე იყო დამონტაჟებული ორი სატელევიზიო კამერა (გარჩევადობა 1500 კმ სიმაღლიდან 40 მ აღწევდა), ინფრაწითელი სპექტრომეტრი მარსის ატმოსფეროში წყლის ორთქლის რეგისტრირებისთვის და ინფრაწითელი რადიომეტრი — პლანეტის თბური რუკის შესადგენად.

ორბიტალური ნაწილი აგრეთვე ემსახურებოდა ინფორმაციის რეტრანსლირებას დასაშვები აპარატებიდან. მათი გამტარიანობა — 10 კბიტი/წ. ამავდროულად დასაშვებ აპარატებს დედამიწასთან პირდაპირი კავშირიც შეეძლოთ ოღონდ გაცილებით ნაკლები სიჩქარით (1 კბიტი/წ).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება