ვიკივერსიტეტი„ფონდ ვიკიმედიის“ beta პროექტი[1], რომელიც ეძღვენება სასწავლო მასალების რესურსს. ვიკივერსიტეტის ოფიციალური ბეტა ვერსია გაშვებულია 2006 წლის 15 აგვისტოს - ვიკივერსიტეტი ინგლისურ ენაზე.

ვიკივერსიტეტის ლოგო

პროექტის დეტალები

რედაქტირება

ვიკივერსიტეტი არის თავისუფალი და უფასო რესურსი, ღიაა საზოგადოებისთვის - განათლების და კვლევების მიზნით. იგი იძლევა საშუალებას:

  • გახსნათ და მართოთ მრავალენოვანი, თავისუფალი განათლების რესურსი/მასალები, ნებისმიერი ასაკისა და ენის ჯგუფებისთვის;
  • ისარგებლოთ იმ ჯგუფების მხარდაჭერით, რომლებიც ასევე მონაწილეობს სასწავლო პროექტის მართვაში.

ვიკივერსიტეტი არის ელექტრო სწავლების მოდელი რომელიც მოქმედებს „სასწავლო ჯგუფებში“, პრინციპით - „თან ვსწავლობთ, თან ვაკეთებთ/ვაშენებთ“. ვიკივერსიტეტის პროექტში ჩართული, ეს ჯგუფები/ერთობა ასევე მონაწილეობენ სხვა საგანმანათლებლო პროექტებში. სასწავლო პროცესი კავშირშია სხვა ვიკი-პროექტებთან და ექვემდებარება რედაქტირებას სხვა მონაწილეთა მხრიდან.

ვიკივერსიტეტი სათავეს იღებს 2003 წლიდან, ვიკიწიგნების რესურსიდან. ფორმალური განაცხადი - პროექტის გაშვების შესახებ გაკეთდა 2005 წელს [2] ვიკივერსიტეტი, როგორც დამოუკიდებელი პროექტი გავიდა საჯარო განხილვაზე.[3] ვიკივერსიტეტის პროექტი, 2005 წლის ნოემბერში განხილული იყო ვიკიმედიის ფონდის დისკუსიებში.[4] ვიკიმედის ფონდის მეურვეთა საბჭოს მოთხოვნით გაკეთდა შესაბამისი მოსამზადებელი ცვლილებები პროექტის გაშვებამდე ძირითად ვებ-გვერდში. იხილეთ: პროექტის მოდიფიცირების წინადადებების approved დადასტურება დაარქივებული 2007-02-23 საიტზე Wayback Machine. - ვიკიმედიის სბჭოს მხრიდან. პროექტის მიღების პერიოდში ვიკიწიგნების ფიქსირდებოდა 17 პორტალი - სხვადასხვა ენაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება