ვიდადი მურადოვი
ვიდადი აიდინ ოღლუ მურადოვი (აზერ. Vidadi Muradov) — ხალიჩების ექსპერტი, ისტორიკოსი, პროფესორი. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხალიჩების ისტორიის შესწავლა და ხალიჩების ქსოვის ტრადიციების აღდგენა. ღია სააქციო საზოგადოების „აზერხალჩა“-ს მმართველობის თავმჯდომარე, ხალიჩების არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის სექტორის გამგე, ჟურნალ „აზერბაიჯანული ხალიჩების“ მთავარი რედაქტორი, იუნესკოს სულიერი ტრადიციების კათედრის განყოფილების პროფესორი ჩრდილო კავკასიაში, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წევრი.
ვიდადი მურადოვი | |
---|---|
აზერ. Vidadi Muradov | |
დაბ. თარიღი | 5 მარტ, 1956 |
დაბ. ადგილი | აზერბაიჯანი, ბარდა |
გარდ. თარიღი | 4 ნოემბერი, 2021 (65 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
საქმიანობა | მეცნიერი |
სამეცნიერო ხარისხი | წოდება ფილოსოფიის დოპქტორი, პროფესორი |
ჯილდოები | „დიდების“ ორდენი (აზერბაიჯანი) . ნახიჩევანის ავტონომიური |
სამეცნიერო სფერო | ისტორიოგრაფია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1956 წლის 5 მარტს აზერბაიჯანუის რესპუბლიკის ქალაქ ბარდაში. მის მიერ 1994 წელს დაარსდა სამეცნიერო- -კვლევითი ცენტრი „აზერ-ილმე“, რომელის საქმიანობის სფეროა აზერბაიჯანული ხალიჩების დავიწყებული ტექნოლოგიების აღდგენა და მათი პოპულარიზება. 2014 წელსისტორიის ინსტიტუტის განყოფილებაში „მოსახლეობის ისტორია და ისტორიული დემოგრაფია“ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში თემაზე „ აზერბაიჯანის ირევანის რეგიონში ხალიჩების განვითარების ისტორია : XVIII საუკუნის მეორე ნახევარი — XX საუკუნის დასაწყისი (100 -ზე მეტი ორიგინალური ხალიჩების საფუძველზე, რომლებიც ამ ხანის ამ რეგიონს მიეკუთვნებიან). „იენი აზერბაიჯანი“-ს პარტიის წევრი. დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.
მეცნიერულ-ხელოვნებითი მიმართულება
რედაქტირებახალიჩების ისტორიული ფესვების კვლევა, ძველებური ხალიჩების ანალიზის შეფარდება, აზერბაიჯანული ხალიჩების შესწავლა მოსახლეობის ისტორიიდან გამომდინარე, ხალიჩების ჯგუფების კლასიფიკაციის დახვეწა, ხალხური ხალიჩების გამოაშკარავება, რომლებიც ინახება მუზეუმებში და კერძო კოლექციებში.