ვეფხვის დატირება
ვეფხვის დატირება — მონადირეთა უძველესი ჩვეულება საქართველოში, ტოტემისტური რწმენის გადმონაშთი: მონადირე თითქოს ნანობს ნადირის მოკვლას, ბოდიშს იხდის მის წინაშე.
ვეფხვს რამდენი ზოლიც ჰქონდა, იმდენი დატირება უნდა თქმულიყო. ვეფხვის დატირების ტექსტი შემორჩენილია ხალხურ პოეზიაში ლექს-ფორმულების სახით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შამანაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964.