ვერხოტორი
ვერხოტორი (რუს. Верхотор; ბაშკ. Верхотор) — სოფელი რუსეთში, ბაშკირეთში, იშიმბაის რაიონში. ვერხოტორის სოფსაბჭოს ადმინისტრაციული ცენტრი. რაიონულ ცენტრ იშიმბაიდან განლაგებულია 42 კილომეტრში, ხოლო უახლოეს რკინიგზის სადგურ სალავათიდან 50 კილომეტრში. სოფელში დგას ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, რომელიც აშენებულია 1788 წელს. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 818 ადამიანი.[1]
სოფელი | |
---|---|
ვერხოტორი Верхотор | |
ქვეყანა | რუსეთი |
რეგიონი | ბაშკირეთი |
მუნიციპალიტეტი | იშიმბაი |
კოორდინატები | 53°11′32″ ჩ. გ. 56°16′20″ ა. გ. / 53.19222° ჩ. გ. 56.27222° ა. გ. |
ოფიციალური ენა | ბაშკირული და რუსული ენა |
მოსახლეობა | 818 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 |
საფოსტო ინდექსი | 453228 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Численность населения по населённым пунктам Республики Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-20. ციტირების თარიღი: 2021-01-01.