ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა (რომანი)
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა (პორტ. Veronika decide morrer) — მწერალ პაულო კოელიოს რომანი.
ნაწარმოები 24 წლის ვერონიკას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე აქცენტირდება, როდესაც ის ამ ცხოვრების ამაოებით დაღლილი სიკვდილს გადაწყვეტს. რომანი დაფუძნებულია კოელიოს ბევრ ცხოვრებისეულ ფაქტზე (იხ. ბიოგრაფია); რომანში ნათლადაა ნაჩვენები თუ რამდენი ნორმალური ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატებში და ვერც წამოსვლას ახერხებდეს და ვეღარც დარჩენას.
წიგნი ამა თუ იმ პიროვნების სულიერ სამყაროს გვაცნობს და ცხოვრებისეულ სიძლიერეებს მკაფიოდ გვიშიფრავს. ვერონიკა, რომელიც საბედისწეროდ გადაურჩება სიკვდილს, შეიცნობს ნამდვილ სიგიჟეს და შეიყვარებს შეურაცხადს, რის შემდეგაც მისთვის ყველაფერი ამქვეყნიური ძვირფასი გახდება. პაულო კოელიო რომანში მოცემული იგავით მთავარ სათქმელ გადმოგვცემს: თუ გინდა სრულყოფილ ადამიანად აღგიქვან, შენც ისეთივე გიჟი უნდა იყო, როგორებიც სხვები არიან. აქ სიგიჟე წესიერებასთანაა გაიგივებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Glauco Ortolano Interview, World Literature Today დაარქივებული 2010-03-30 საიტზე Wayback Machine.
- Review of all books by Paulo Coelho დაარქივებული 2010-08-01 საიტზე Wayback Machine. at BookRack
- Paulo Coelho კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Support the Paulo Coelho Institute დაარქივებული 2020-01-05 საიტზე Wayback Machine.
- Paulo's official blog : Read his thoughts and discuss with Paulo
- Paulo's official Quotes Page : Find Paulo's Quotes in english and other languages, comment on them დაარქივებული 2017-09-11 საიტზე Wayback Machine.
- Warrior of the Light Online დაარქივებული 2012-10-29 საიტზე Wayback Machine.
- What's it like to be the alchemist? Interview with Forward Magazine, April 2009 დაარქივებული 2011-04-11 საიტზე Wayback Machine.
- Appearance on Desert Island Discs, BBC-Radio 4, 3 July 2005