ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ველფ V (გერმ.: Welf V) (დ. 1073 — გ. 24 სექტემბერი 1120; კაუფერინგი; გერმანია) — ჰერცოგ ველფ IV-ისა (ველფ I ფონ ბაიერნი) და მისი მეუღლის იუდით ფლანდრიელის უფროსი ვაჟი. 1101 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მამის სიკვდილის შემდეგ იგი ველფ II სახელით ბავარიის ჰერცოგი გახდა.

იმეპრატორ ჰაინრიხ IV ოპოზიციის გასამაგრებლად პაპმა ურბან II-ემ 16 წლის ველფს 1089 წელს ცოლად შერთო 40 წელს გადაბიჯებული მატილდე, ტუსციის გრაფინია. 1095 წლეს ველფი მეუღლეს გაეყარა, ის და მამამისი ველფ IV შეურიგდნენ იმპერატორს და დაიბრუნეს ბავარიის საჰერცოგო.

ველფ V მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იმპერატორის ერთგული დარჩა და ბავარიის საჰერცოგოს მართავდა. გარდა იმისა, რომ იგი იმპერატორს იტალიურ ლაშქრობებში ეხმარებოდა მისი მმართველობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ველფ V დამარხეს ვენახში.

იგი მეორედ არ დაქორწინებულა და უშვილოდ გარდაიცვალა. მის შემდეგ ბავარიის ჰერცოგი გახდამისი ძმა- ჰაინრიხ შავი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ველფ_V“-დან